ბიჭები ყოველ დილას მოუთმენლად ელიან იმ მომენტს, როცა დედა მორიგ მქნილებას წარუდგენს ორი შვილის დედა, 38 წლის სინგაპურელი ლი მინი უკვე სამი წელია ნამდვილ კულინარიულ შედევრებს ამზადებს თავისი ვაჟებისთვის. 10 წლის ივანი და 7 წლის ლუკასი განებივრებული არიან ზღაპრული საუზმეებით, სადილებით, ვახშმებით და ასეთივე გაფორმებული საგზალი დააქვთ სკოლაში. დედა ფანტაზიას არ უჩივის, მულტფილმებისა და ზღაპრების გმირებს იშველიებს და ქმნის სიუჟეტებს.
”თავიდან ივანისთვის დავიწყე უჩვეულო საუზმეების კეთება, რომ სკოლაში წაეღო. მაშინ 7 წლის იყო, სულ ტიროდა და სკოლაში სიარულიც არ უნდოდა. თითქოს, ამით ვართობდი და თანდათან ამ საუზმეებთან ერთად სკოლაც შეუყვარდა”, - ამბობს ლი.
ბიჭები გიჟდებიან დედის ნახელავზე და ყოველ დილას მოუთმენლად ელიან იმ მომენტს, როცა დედა მორიგ მქნილებას წარუდგენს.