"სემპერი" - მშობლები

"სემპერი"

2015-06-08 11:04:32+04:00

თბილისში წლამდე ასაკის ბავშვთა კვებისადმი მოძღვნილი გაიმართა კონფერენცია "ჯი პი სის" ორგანიზებით, ბავშვთა კვების კომპანია "სემპერისა" და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის მხარდაჭერით 29 მაისს თბილისში გაიმართა კონფერენცია, რომელიც წლამდე ასაკის ბავშვთა კვებისადმი თანამედროვე მიდგომებს მიეძღვნა. ქართველ კოლეგებთან ერთად კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ მოსკოველი სტუმრებიც. მომხსენებელთა შორის იყვნენ მოსკოვის ნ. პიროგოვის სახელობის პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი კლინიკური ინსტიტუტის პედიატრი, გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი აქსანა კომაროვა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის კათედრის პროფესორი, საქართველოს პედიატრთა ასოციაციის თავმჯდომარე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლია ჟორჟოლიანი. მათ თანამედროვე ადაპტირებული რძიანი ნარევების სრულყოფის შესაძლებლობებზე, ბავშვის განვითარებაში დამატებითი კვების როლსა და ჩვილ ბავშვთა ფუნქციური ყაბზობის პროფილაქტიკის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

mshoblebi

დედის რძე ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია. ის შეიცავს აუცილებელ ნივთიერებათა ყველაზე დაბალანსებულ ნაკრებს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის სრულყოფილ მოტორულ და ინტელექტუალურ განვითარებას, თუმცა, სამწუხაროდ, ხანდახან, ექსკლუზიურად ან ნაწილობრივ, ძუძუთი კვებასთან ერთად აუცილებელია ბავშვის რაციონში ადაპტირებული რძიანი ნარევების ჩართვაც.

ადაპტირებული რძიანი ნარევები შემადგენლობით მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული დედის რძესთან და შეიცავდეს ყველა საჭირო ნუტრიენტს. მეცნიერები განუწყვეტლივ მუშაობენ მათ სრულყოფაზე.

ოქსანა კომაროვამ აღნიშნა, რომ ადაპტირებული რძიანი ნარევების ცილოვანი კომპონენტის ადაპტაციისას რეკომენდებულია შემცირდეს რძეში ცილის შემცველობა, ნარევი გამდიდრდეს შრატის ცილებით, მოხდეს ამინმჟავების კორექცია და ნარევს დაემატოს ნუკლეოტიდები.

კომპანია "სემპერმა" შექმნა ადაპტირებული რძიანი ნარევი "სემპერ ბეიბი ნუტრადეფენსი" _ პირველი და დღეისათვის ერთადერთი რძიანი ნარევი, რომელიც შეიცავს დედის რძეში ბუნებრივად არსებული ინგრედიენტების იდენტურ კომპლექსს, რომელშიც შედის:

რძის ცხიმოვანი გლობულების მემბრანათა კომპონენტების უნიკალური კომბინაცია (MFGM), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიტეტის ფორმირებასა და ბავშვის კოგნიტურ განვითარებაში;

რძის ცხიმი (Milk Fat).

ექვსწლიანი კლინიკური კვლევით დადგენილია, რომ რძის ცხიმოვანი გლობულების მემბრანისა (MFGM) და რძის ცხიმის შემცველი ნარევები დადებით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, კერძოდ:

ამცირებს ინფექციების სიხშირეს;

ხელს უწყობს შემეცნებითი და აზროვნების სფეროს, ასევე _ ფიზიკურ განვითარებას.

ბავშვთა კვების პროდუქტების მწარმოებელი შვედური კომპანია "სემპერი" ერთ-ერთი ლიდერია ამ სფეროში. მისი ნაწარმი არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ კომპონენტებს. წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ ის ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრეს კონტროლს წარმოების ყოველ ეტაპზე. თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობისა და უნიკალური რეცეპტურის წყალობით კომპანია "სემპერმა" შექმნა შესაბამისი საკვები ნუტრიენტების მქონე უნიკალური პროდუქტები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი მარცვლეულისგან დამზადებული პროდუქტები _ ველინგები.

ველინგი წარმოადგენს რძი­ან-მარცვლოვან ნარევს 5 თვისა და ამაზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. ის განკუთვნილია თხევადი სახით მისაღებად. განსაკუთრებული შემადგენლობის წყალობით ველინგი ადვილი მოსანელებელია, აწესრიგებს მონელების პროცესს და დიდი ხნით ანაყრებს. არ შეიცავს შაქარს, გამდიდრებულია რკინით, კალციუმით, D ვიტამინითა და იოდით ბავშვის სრულყოფილი ზრდისა და განვითარებისთვის.

"სემპერის" ასორტიმენტი მოიცავს 100-მდე დასახელების პროდუქტს _ ადაპტირებულ რძიან ნარევებს, ხილის წვენებს, რძიან ფაფებს, ველინგებს, ხორცისა და თევზის სადილებს, ხილფაფებს, ბოსტნეულის პიურეებს, სხვადასხვა ხილის ჩაისა და ორცხობილებს, ფუნქციონალური პროდუქტების მდიდარ გამას რკინისა და ჩ ვიტამინის მაღალი შემცველობით.