"მეც ამერიკაში გავაჩინე, სახვევები მეცნო" ქეთა თოფურიამ მშობიარობის შემდეგ ინსტაგრამზე პირველი ფოტო გამოაქვეყნა. "ოლივია" - ასეთი მინაწერი აქვს ფოტოს, რომელზეც სავარაუდოდ, სწორედ ახალშობილი ოლივიას "გაპარჭყული" ფეხის თითები მოჩანს. მართალია, ახალბედა დედამ ფეხის თითების მეტი ჯერ ვერაფერი გაიმეტა, სამაგიეროდ, გასაგები გახდა, რომ გოგონას ოლივია დაარქვეს.
იქვე უამრავი ადამიანი ულოცავს წყვილს შვილის შეძენას და თბილ სიტყვებს არ იშურებს. ერთ-ერთმა ისიც შენიშნა, რომ ბავშვის სახვევები ამერიკული იყო. "მეც ამერიკაში გავაჩინე, სახვევები მეცნო" - წერს მილოცვის ავტორი. კიდევ ერთმა კეთილისმსურველმა მომღერალ ჟანა ფრისკეს გარდაცვალებაც გაიხსენა. "დღეს ერთი ვარსკვლავი ჩაგვიქრა, თქვენ მეორე აანთეთ", - ნათქვამია მიმართვაში.
ბავშვთან ერთად ფოტო დადო ბედნიერმა მამამაც.
თავად ქეთა ასე გამოიყურება მშობიარობის მერე - მეგობარი ალსუმ მოინახულა და ფოტოც გადაიღეს.
ქეთა თოფურიამ დღეს იმშობიარა. როგორც მოსალოდნელი იყო, მომღერალს გოგონა შეეძინა.