არ უკარნახოთ, მიეცით უფლება თვითონ იფიქროს და მიხვდეს თავის შეცდომებს 1. შეეცადეთ, რომ თამაში ახარებდეს ბავშვს და თქვენც. გახსოვდეთ, რომ პატარა სიამოვნებას იღებს თამაშის პროცესისგან. გაერთეთ და შეაქეთ.
2. დააინტერესეთ ბავშვი თამაშით, მაგრამ ძალა არ დაატანოთ. ეთამაშეთ, სანამ თვითონ არ მობეზრდება.
3. ნუ მისცემთ შენიშვნას, თუ რაიმე არ გამოსდის. შეეცადეთ არ აწყენინოთ. გადაუტანეთ ყურადღება სხვა რამეზე, შესთავაზეთ ახალი თამაში.
4. გახსოვდეთ, განმავითარებელი თამაშების აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვმა თვითონ იაზროვნოს და შეასრულოს დავალებები. არ უკარნახოთ, მიეცით უფლება თვითონ იფიქროს და მიხვდეს თავის შეცდომებს. მხოლოდ ასე შეძლებს განვითარებას და მომავალში არ გაუჭირდება თავი გაართვას რთულ დავალებებს.
5. სირთულის დონის შემოწმება თქვენ თვითონ შეგიძლიათ მას შემდეგ, რაც თქვენ თავად შეასრულებთ მოცემულ დავალებას.
6. უნდა დაიწყოთ შედარებით იოლი თამაშებით, რასაც ბავშვი დამოუკიდებლად გაართმევს თავს. წარმატებული დასაწყისი გაუღვიძებს ბავშვს ინტერესს თამაშის მიმართ.
7. თუ ხედავთ, რომ ბავშვს უჭირს დავალებების შესრულება, ე.ი. თქვენ არასწორად შეაფასეთ მისი შესაძლებლობები განვითარების მოცემულ ეტაპზე. შეისვენეთ და რაღაც პერიოდის შემდეგ მიუბრუნდით ისევ იმ თამაშს.
8. თვალი ადევნეთ ბავშვის განვითარებას თამაშის დროს და ამის მიხედვით გადაწყვიტეთ, რა სირთულის თამაშები შესთავაზოთ.
9. გახსოვდეთ, რომ ბავშვებს მალე ბეზრდებათ ესა თუ ის აქტივობა. ასეთ შემთხვევაში რამდენიმე თვით შეინახეთ სათამაშო, შემდეგ ვითომ შემთხვევით - აჩვენეთ მის მეგობარს თქვენი შვილის თანდასწრებით. შესაძლებელია, თქვენი შვილი სიხარულით დაუბრუნდეს ნაცნობ თამაშს.
10. სამაგიდო თამაშები, განსაკუთრებით პატარა დეტალებით, შეინახეთ ბავშვისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
11. პატარა ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ, როცა უფროსები აცოცხლებენ თამაშს ისტორიებით და ზღაპრებით, არქმევენ პერსონაჟებს სახელებს.
12. ბავშვები ისწრაფვიან თავიანთი შესაძლებლობების გამოვლინებისაკენ. აქედან გამომდინარეობს მათი ინტერესი ამ თუ იმ აქტივობის მიმართ.
13. თამაშის დროს ბავშვმა თავისუფლად უნდა გამოხატოს თავისი ემოციები.
14. უფროს ბავშვებთან შეიძლება მოაწყოთ შეჯიბრი ამ თუ იმ დავალების დროულად შესრულებისათვის. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ შვილთან წაგების, ამით თქვენი ავტორიტეტი არ დაეცემა.