მარტოხელა დედა ნინო ჭოლაძე 13-წლიან ოჯახზე, რომელიც ახლახან დაენგრა - მშობლები

მარტოხელა დედა ნინო ჭოლაძე 13-წლიან ოჯახზე, რომელიც ახლახან დაენგრა

2015-06-23 08:50:41+04:00

მყავს 14 წლის მარიამი და 7 წლის ბარბარე, მათთან ერთად მარტო ვცხოვრობ სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' ეპატაჟური წამყვანი მიმი ხშირად შეუდარებიათ ინგა გრიგოლიასთვის, ნანუკა ჟორჟოლიანისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ მშვიდი მაია ასათიანისთვისაც. რეალურ ცხოვრებაში მსახიობი ნინო ჭოლაძე საკმაოდ ძლიერი ქალბატონია. მეუღლესთან, მუსიკოს ზაზა ხუბუკელაშვილთან დაშორების შემდეგ ორ გოგონას ზრდის და უკვე რამდენიმე თვეა, მშობლიური ქუთაისიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, საბავშვო გასართობ თეატრში დავდიოდი და მაშინ მივხვდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი და მსახიობობა უნდა ამერჩია. ოჯახმაც ძალიან შემიწყო ხელი. ჩვენს სახლში ყველა მღეროდა, ბაფთიანი გიტარით, მათ შორის მეც. 12 წლის ვიყავი, როდესაც სოფიკო ჭიაურელს შემოქმედებითი საღამო გავუმართეთ, თან კოტე მახარაძეც ახლდა. მე სოფიკოს გმირებიდან ციცინოსა და ფუფალას ვასახიერებდი. მახსოვს, ბანკეტზე კოტე მამასთან მოვიდა და უთხრა, გეხვეწები, ეს ბავშვი გამატანე და ნინოსგან კარგი არტისტი დადგებაო. მამამ ვერ დამთმო, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა, მთელი ცხოვრება კარიერაში ხელი შეეწყო. არ ვიცი, რა მოხდებოდა, კოტე მახარაძეს რომ წამოვეყვანე თბილისში, არ მიყვარს წარსულში ქექვა, ბედის უკმაყოფილო არ ვარ.

- მეუღლეს დაშორებული ხარ?

- დიახ, ერთად 13 წელი ვიცხოვრეთ.

- პატარა ასაკში შექმნილი ოჯახი ხომ არ გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?

- ვერ ვიტყვი, მაგას რომ დავაბრალო, მაშინ ჩვენი ოჯახი მალე უნდა დანგრეულიყო. არადა, ერთად საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდით.

- შვილებზე მოგვიყევი...

- მყავს 14 წლის მარიამი და 7 წლის ბარბარე. კარგი ბავშვები არიან. მათთან ერთად მარტო ვცხოვრობ და ძალიან მეხმარებიან. უფროსი პატარას უვლის.

- ''ჩემი ცოლის დაქალებში'' როგორ მოხვდი?

- ეკა მჟავანაძემ დამირეკა, რომელსაც ჩემი ფოტოები ჰქონდა. მითხრეს, რომ ჩემი გმირი ხანგრძლივად იქნებოდა სერიალში. მანამდე თოქშოუების მაყურებელი არც ვყოფილვარ და წარმოდგენა არ მქონდა შიდა სამზარეულოზე. არც ჭორაობა მიყვარს. ბავშვებს გაუხარდათ, დედა რომ ამ სერიალში მიიწვიეს, ძალიან მგულშემატკივრობენ.- სერიალის გმირებს ხშირად ამსგავსებენ რეალურ მსახიობებს, შენზეც ამბობენ, რომ მიმის ჰგავხარ.

- გეთანხმები, თეატრშიც ასეა. რადიკალურად შეცვლა წარმოუდგენელია. მაშინ ისეთი გრიმი უნდა გქონდეს, რომ საკუთარ თავს არ ჰგავდე. შეიძლება, მეც მაქვს ისეთი თვისებები, როგორიც მიმის, მაგრამ წინა პლანზე არ გამომაქვს, მისგან განსხვავებით. გაგრძელება