ყველაზე მოუსვენარი, კომუნიკაბელური და ცელქი ბავშვები ცეცხლის და ჰაერის ნიშნით იბადებიან ძალიან ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვი ზომიერად ცელქი და აქტიური უნდა იყოს. თუმცა ხშირად, მშობლის სურვილი და ბავშვის ხასიათი სულაც არ ემთხვევა ერთმანეთს და ბევრ მათგანს აგდებს საგონებელში თავისი შვილის პასიური, მორცხვი და ასოციალური ხასიათი. ხშირად საპირისპიროდაც ხდება - ბავშვი იმდენად ჰიპერაქტიურია, რომ მთელი ოჯახი ქანცგამოცლილი დასდევს... ასტროლოგები თვლიან, რომ იმის მიხედვით, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზე იბადება პატარა ადამიანი, მარტივია იმის განსაზღვრა, როგორი ფსიქოლოგიური მახასიათებლები და დინამიურობა ექნება მას ხასიათში.
ასე მაგალითად: ყველაზე მოუსვენარი, კომუნიკაბელური, სოციალურად აქტიური და ცელქი ბავშვები ცეცხლის და ჰაერის ნიშნით იბადებიან. ამიტომ, თუ თქვენ ვერძის, ტყუპის, ლომის, მერწყულის, მშვილდოსნის ან სასწორის მშობელი ხართ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი შვილის სიანცეს საზღვარი არ ექნება. ასეთი ბავშვები ძალიან კომუნიკაბელურები, ცნობისმოყვარეები და კრეატიულები არიან. ამ ყველაფერთან ერთად კი მათ აქვთ გამოკვეთილი ლიდერული თვისებები და მარტივად შეუძლიათ, თანატოლებს შორის წამყვანი პოზიცია დაიკავონ თამაშისას. ერთადერთი, რაც თქვენ მოგეთხოვებათ არის ის, რომ ასწავლოთ თქვენს შვილს მეტი ტოლერანტობა შედარებით უფრო პასიური, მორცხვი მეგობრების მიმართ. გაგრძელება