მშობლები ამბობენ, რომ ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ელოდნენ უშველებელი ლურჯი თვალები და გრძელი წამწამები... მას ათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს სოციალურ ქსელში, ვარსკვლავების ყურადღებაც მიიპყრო, არადა, ჯერ რვა თვისაა.
ეს გოგონა იჯიპტია, ავსტრალიელი რეპერის ფორტაფისა და მისი მეგობარი გოგონას შეინა ევერსის ქალიშვილი. მას მერე, რაც მისი პირველი ფოტო გამოქვეყნდა ფეისბუქზე, იჯიპტი მალე გაიცნეს და თაყვანისმცემლებიც გამოუჩნდა. ზოგიერთებმა ჯგუფიც კი შექმნეს – "მინდა ასეთი წამწამები". გოგონას და დედამისის ფოტოების შემხედვარე ადვილად მიხვდებით, ვის ჰგავს ბავშვი.
მშობლები ამბობენ, რომ ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ელოდნენ და ახლა ამაყობენ ქალიშვილით.