ბავშვთა იდუმალი ვირუსული დაავადება - 6-დღიანი უცნაური ბატონები - მშობლები

ბავშვთა იდუმალი ვირუსული დაავადება - 6-დღიანი უცნაური ბატონები

2015-07-01 07:24:21+04:00

გამონაყარი ამ დაავადების დროს უეცრად ვლინდება როზეოლა ბავშვთა იდუმალი დაავადება, ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ასევე უწოდებენ მეექვსე დაავადებას, ფსევდოწითურას, სამდღიან ცხელებას, თუმცა ექიმები მას უეცარ ეგზანთემას უწოდებენ. გამონაყარი ამ დაავადების დროს უეცრად ვლინდება, რითაც არის განპირობებული სახელწოდება უეცარი ეგზანთემა, მეექვსე დაავადება - სახელწოდებაც აღებულია გამომწვევის - 6 ტიპის ჰერპესის ვირუსის გათვალისწინებით. დაავადება ჩვეულებრივ დაახლოებით ექვსი დღე მიმდინარეობს. ამ დაავადებით შეიძლება იავადმყოფოს წლამდე ასაკის ბავშვებმა, თუმცა შესაძლებელია გამოვლინდეს 3 წლამდე ასაკის ბავშვებშიც.

დაავადების მიზეზს წარმოადგენს 6 ტიპის ჰერპესის ვირუსი, რომელიც მოზრდილებში იწვევს ქრონიკული დაღლილობის

სინდრომს. დაავადების დასაწყისში იმატებს ტემპერატურა, ბავშვი მივარდნილია.

გაგრძელება