გოგოებისა და ბიჭების ყველაზე პოპულარული სახელები საქართველოში და მათი მნიშვნელობა – რა გქვია შენ? - მშობლები

გოგოებისა და ბიჭების ყველაზე პოპულარული სახელები საქართველოში და მათი მნიშვნელობა – რა გქვია შენ?

2015-07-08 14:49:58+04:00

სახელები, რომლებიც ყოველ წელს ქალისა და კაცის ყველაზე გავრცელებული სახელების ათეულის პირველ პოზიციებს იკავებს გიორგი, ნიკოლოზი, მარიამი, ნინო, ბარბარე – სახელები, რომლებიც ყოველ წელს ქალისა და კაცის ყველაზე გავრცელებული სახელების ათეულის პირველ პოზიციებს იკავებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელს ახალშობილ ვაჟთა და გოგონათა ყველაზე გავრცელებული სახელებია:

გიორგი 2 644, ნიკოლოზი 2 329, ანდრია 1 912, გაბრიელი 1 720, ლუკა 1 566, საბა 1 302, დავითი 1 224, ალექსანდრე 1 145, მათე 862, დემეტრე 837.

მარიამი 3 346, ბარბარე 2 240, ელენე 1 966, ანასტასია 1 831, ნინო 1 124, ნია 893, ანა 869, ლიზი 811, ნინი 512, თამარი 469.

გიორგი – ბერძნული სახელი გეორგიოს-იდან მომდინარეობს და მიწათმოქმედს, მხვნელ-მთესველს ნიშნავს.

ნიკოლოზი – ბერძნულად გამარჯვებათა მხილველს ნიშნავს.

ანდრია – ბერძნული წარმომავლობის სახელი ნიშნავს მამაცს, ვაჟკაცს, მხნეს.

გაბრიელი – ღვთის მცველი, ღვთის კაცი.

ლუკა – ლათინურად ბრწყინვალეს, მანათობელს ნიშნავს.

საბა – ბერძნულად თავისუფლებას მოკლებული.

დავითი – ებრაულად საყვარელს, სასურველს, წინამძღოლს ნიშნავს.

ალექსანდრე – ბერძნულად მხნე, მამაცი, ხალხის მცველი.

მათე – ებრაულად ღვთის კაცი.

დემეტრე – ბერძნულად მიწის მუშა.

რაც შეეხება გოგონების ყველაზე გავრცელებული სახელების მნიშვნელობას, მარიამი ებრაული წარმოშობის სახელია და შეუპოვარს, დაუმორჩილებელს ნიშნავს.

ბარბარე – ბერძნული სახელის ბარბარა-ს ქართული ვარიანტი, რომელიც ნიშნავს უცხოს, უცხოელს.

ელენე – ბერძნულად მანათობელი, რჩეული.

ანასტასია – ბერძნულად მკვდრეთით აღმდგარს, სიცოცხლეს დაბრუნებულს ნიშნავს.

ნინო – სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრით, შესაძლოა უკავშირდებოდეს ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ-ს (მისგან მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელწოდება ნინევია). ნინო ამ ფორმით მხოლოდ ქართულ სახელებში გვხდება და ქართულ სახელს წარმოადგენს.

ნია – ქართული, ნინოს კნინობითი ფორმა. გაგრძელება