გემრიელი ნუგბარი 2-3 წლიდან საჭირო მასალა:
კარაქი - 200 გრ
კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 100 გრ
კეფირი - 100 გრ
სოდა - 0,5 ჩ.კ.
ლიმონის ცედრა - გემოვნებით
ფქვილი - 1,5 ჭიქა
მომზადება:
კარაქი გაალღვეთ, ჩაყარეთ შიგ შაქარი. აურიეთ, დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ კეფირი, სოდა ან გამაფხვიერებელი.
აურიეთ და ერთი ლიმნის გახეხილი ცედრა დაუმატეთ. შემდეგი ეტაპი ფქვილის ჩამატებაა. ცომი ოლადებზე ოდნავ სქელ კონსისტენციამდე მიიყვანეთ. მან მთელი სიცარიელე უნდა შეავსოს ფორმებში. ჯობს, სილიკონის ფორმებში ჩაასხათ, მას არ უნდა რაიმეს წასმა. 2/3-ზე ჩაასხით ცომი და ოდნავ შეანჯღრიეთ, რომ ფორმის ძირი კარგად შეავსოს.
გამოაცხვეთ ღუმელში 25 წუთით.