დიდი მუცლის გამო ქალი ზოგჯერ ვერც კი ხედავს სად აბიჯებს ქალს ნებისმიერ სიტუაციაში სურს ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს. ქუსლიანი ფეხსაცმელი კი ის აქსესუარია, რომელიც ქალის ფეხს გრძელსა და მოხდენილს გამოაჩენს. შეიძლება კი ქუსლიანი ფეხსაცმლის ფეხმძიმობის დროს ჩაცმა?
ექიმების უმეტესობა მიიცნევს, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი საზიანო დედისთვისაც და მუცლად მყოფი ბავშვისთვისაც. თუმცა, დაბალძირიანი ფეხსაცმელიც არაა სასურველი, მან შეიძლება ბრტყელტერფიანობა გამოიწვიოს.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი დაუშვებელია შემდეგი მიზეზების გამო:
ერთი არასწორი ნაბიჯი და ფეხმძიმე საფრთხის ქვეშაა. დიდი მუცლის გამო ქალი ზოგჯერ ვერც კი ხედავს სად აბიჯებს.
ფეხმძიმობის დასაწყისში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი განსაკუთრებით ტვირთავს სახსრებს, კუნთებსა და ხერხემალს, რამაც შეიძლება ნაყოფის მოშლა გამოიწვიოს.
ზემოთ აღწერილი სიტუაცია ფეხმძიმობის ბოლო თვეებზეც ცუდად აისახება, მაღალმა ქუსლმა შეიძლება ნაადრევი მშობიარობა ან ფეხმძიმობის გართულება გამოიწვიოს.
მაღალი ქუსლის გამო სიმძიმის ცენტრი იცვლება, ნაყოფი წინ მოდის და იზრდება დატვირთვა ხერხემალზე. ამიტომაც აღენიშნებათ ფეხმძიმეებს ტკივილი წელის არეში.
როგორ უნდა შეარჩიოთ ფეხსაცმელი:
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის არჩევისას, პირველ რიგში ყურადღება მის გამძლეობას უნდა მიაქციოთ. ჩაატარეთ მარტივი ცდა, აგური განიერ ჭიქაზეც დადეთ და წვრილტარიან ფუჟერზეც, რომელი გაუძლებს? ისეთი ფეხსაცმელი შეარჩიეთ, რომ სიმძიმემ ქუსლი არ მოსტეხოს. იგი საშუალი სიმაღლის (4-5 სმ) და ფართე უნდა იყოს.
თუ მაინც მოგიწიათ მაღალქუსლიან ფეხსაცმლის ჩაცმა:
არის შემთხვევები, როცა ფეხმძიმობის ბოლო თვეებშიც მოგიწევთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა. ასეთ დროს შემდეგი წესები უნდა დაიცვათ: ნუ ჩაიცვამთ ფეხსაცმელს 2-3 საათზე მეტხანს დღეში. აუცილებლად იქონიეთ თან გამოსაცვლელი ფეხსაცმელი. ფეხსაცმელი აუცილებლად ნატურალური მასალისგან უნდა იყოს შეკერილი. არ ჩაიცვათ მოჭერილი ფეხსაცმელი.
დაბოლოს, ჩვენ გირჩიეთ, არჩევანი კი თქვენზეა. პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ მაღალქუსლებზე შესკუპებული ფეხმძიმე ქალის სიარული ბატისას ემსგავსება, რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით უფრო სასაცილოდ გამოიყურება იგი.
ექიმების რეკომენდაციით, ფეხმძიმესთვის დასაშვებია ფეხსაცმელი 4-5-სანტიმეტრიანი ქუსლით.