კოტე თოლორდავა "კაიფში არ გაპარულა" - განო მელითაური მეუღლის გარდაცვალების დასკვნას ასაჯაროვებს - მშობლები

კოტე თოლორდავა "კაიფში არ გაპარულა" - განო მელითაური მეუღლის გარდაცვალების დასკვნას ასაჯაროვებს

2015-07-22 12:19:32+04:00

მსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახმა მოსკოვიდან ექსპერტიზის დასკვნა მიიღო მსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახმა მოსკოვიდან ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

კოტეს მეუღლემ, განო მელითაურმა მოზარდ მაყურებელთა თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე გარდაცვალების დასკვნა გაასაჯაროვა.

როგორც ჟურნალისტებს განო მელითაურმა განუცხადა, კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან სამ თვეზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში კოტე თოლორდავას "კაიფში გაპარვის" შესახებ ბინძური ჭორები ვრცელდებოდა.

"კოტე თოლორდავა იყო ჩემი, მისი მეგობრების და სრულიად საზოგადოების, ვინც მას პატივს სცემდა, მის შემოქმედებას. კოტე თოლორდავა "კაიფში არ გაპარულა" და ის ინფარქტით გარდაიცვალა", - აღნიშნა კოტე თოლორდავას მეუღლემ.

"სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია: გულის წინა კედლის მარცხენა პარკუჭის მწვავე ტრანსმულარული მიოკარდიუმის ინფარქტი (ნეკროზის სტადია). გულის კორონალური არტერიების ათეროსკლეროზი. ინფრაქტისშემდგომი კარდიოსკლეროზის მრავლობითი და ჩამოყალიბების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი კერები. ჰიპერტონია. გულის ჰიპერტოფია, შიდა ორგანოებში მკვეთრად გამოხატული მწვავე არტერიული სისხლჭარბობა. ფილტვების და ტვინის შეშუპება. მუცლის ღრუს მიდამოში აორტის მკვეთრად გამოხატული ათეროსკლეროზი. თავის ტვინის არტერიის ათეროსკლეროზი. თირკმელების და ღვიძლი პარენქიმური დისტროფია. გაგრძელება