"როცა ქალი ცუდ სიტყვას ამბობს, ამაზრზენია" - გურანდა გაბუნიამ "ჩემი ცოლის დაქალები" თინა მახარაძის გამო დატოვა - მშობლები

"როცა ქალი ცუდ სიტყვას ამბობს, ამაზრზენია" - გურანდა გაბუნიამ "ჩემი ცოლის დაქალები" თინა მახარაძის გამო დატოვა

2015-07-24 10:15:25+04:00

როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ მშობლებს არ აღიზიანებთ "ცუდი სიტყვები" ეკრანიდან... არაერთხელ დაგვიწერია, რომ სერიალებს უფროსებთან ერთად ხშირად ბავშვებიც უყურებენ. ამიტომ მკითხველის მხრიდანაც არაერთხელ ყოფილა თხოვნა, რომ სერიალების შემქმნელებმა ეს ფაქტორი გაითვალისწინონ და ბილწსიტყვაობა სცენარში შეამცირონ. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ მშობლებს არ აღიზიანებთ "ცუდი სიტყვები" ეკრანიდან...

''ჩემი ცოლის დაქალების'' ახალი სეზონი იმით დაიწყო, რომ დორას პერსონაჟი საახალწლოდ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.

გურანდა გაბუნია ამით სერიალს დაემშვიდობა. გუშინ გია ჯაჯანიძის შოუში მსახიობმა სერიალიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

თქვა, რომ არ მოსწონდა ისეთი შვილიშვილი როგორიც ჰყავდა და რომ ანკას გამო დატოვა სერიალი. ''არ მომწონს ისეთი გოგონები, რომლებიც ბილწსიტყვაობენ, მივედი სერიალის მესვეურებთან და ვუთხარი, მე მივდივარ''. აღნიშნა გურანდა გაბუნიამ ''სხვა რაკურსში''.

ქალბატონ გურანდას აღიარებამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწყვია.

"მე არ მესმის, როდესაც ქალი ამბობს ისეთ სიტყვებს, რომლებსაც კაცი რომ იძახის, იმას ვერ იტანს ვერავინ და ამ დროს ქალი იძახის, თან ჩემი შვილიშვილია", - განაცხადა გურანდა გაბუნიამ გია ჯაჯანიძის შოუში სტუმრობისას.

ჩვენ დავუკავშირდით ''ჩემი ცოლის დაქალების'' პროდიუსერს მიშა მშვილდაძეს, რომელსაც გურანდა გაბუნიას სერიალიდან წასვლის შესახებ ისაუბრა:

- თინა მახარაძეს როგორი რეაქცია ჰქონდა როდესაც გურანდა გაბუნიას მოთხოვნის შესახებ გაიგო?

- თინას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, რადგან მსგავსი თხოვნა არ ყოფილა. პერსონაჟმა ამოწურა თავისი თავი და გურანდა გაბუნია წავიდა სერიალიდან. გურანდა რას ფიქრობდა გულში სერიალის გმირზე არ ვიცი. (იხილეთ ვიდეო)

გაგრძელება