ადვილად და სახალისოდ მოსამზადებელი
საჭირო მასალა:
პურის ნაჭერი;
შებოლილი ძეხვის 1 ნაჭერი;
მწვანე ხახვის ღეროები;
მუხუდოსა და სიმინდის მარცვლები;
მწვანე სალათის ფოთოლი;
კარაქი;
ყველის ნაჭერი;
შავი ზეთისხილი.
1. კარაქწასმულ პურის ნაჭერს მოაჭერი კიდე - ეს თევზის კუდი იქნება, დარჩენილი ნაწილი კი - ტანი.
2. კუდზე დააწყვე მწვანე ხახვის დაჭრილი ღეროები, შემოაბრუნე და მიამაგრე ტანზე.
3. ტანზე მოათავსე ძეხვის ნაჭერი.
4. ახლა ძეხვი გაკეცე შუაზე - ეს თავია.
5. ყველისგან გამოჭერი პატარა რგოლი ანუ თვალი და მოათავსე თავზე.
6. თვალის გუგად გამოიყენე ნახევარი ზეთისხილი.
7. თევზის ტანზე სამ რიგად დაალაგე სიმინდის მარ-ცვლები. დარჩენილ ადგილებში ჩაალაგე მუხუდოს მარცვლები და ბუტერბროდი დაასკუპე სალათის ფოთოლზე.