ეს ყველაზე სწრაფი ალუბლის ნამცხვარია მსოფლიოში – თან ძალიან გემრიელი - მშობლები

ეს ყველაზე სწრაფი ალუბლის ნამცხვარია მსოფლიოში – თან ძალიან გემრიელი

2015-08-11 15:32:23+04:00

ამ მეთოდით შეიძლება ბლის, მარწყვის და სხვა ხილის ნამცხვრის გამოცხობაც ბევრ ჩვენგანს უყვარს ალუბლის დესერტები, ის კერძებს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ამცხვრის გამოსაცხობად დრო ყოველთვის არ გვყოფნის. ეს გამოცდილი დიასახლისი კი გვასწავლის, მარტივად როგორ გამოვაცხოთ არა მხოლოდ ალუბლის, არამედ ამ მეთოდით შეიძლება ბლის, მარწყვის და სხვა ხილის ნამცხვრის გამოცხობაც.

ინგრედიენტები:

600 გრ ალუბალი (ან ბალი, ან მარწყვი)

30 გრ გამლღვალი კარაქი

4 კვერცხი

250 მლ რძე

100 გრ ფქვილი

100 გრ შაქარი

12 გრ ვანილი

მწიკვი მარილი

მომზადება:

ხილს კურკა გამოაცალეთ და ცხიმწასმულ ფორმაზე დაალაგეთ.

აურიეთ ყველა ინგრედიენტი, ათქვიფეთ კარგად და დაასხით ზემოდან ალუბალს, რომ დაფაროს.

გამოაცხვეთ დაახლოებით 40-45 წუთით 180 გრადუსზე. დავწრილებით იხილეთ ვიდეო