ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა ძალიან იშვიათია მართლმადიდებელ სამყაროში დირბის ღვთისმშობელი უშვილოთა შემწეა. მას ევედრებიან უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები. არაერთი სასწაული მომხდარა ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით.
დირბის ღმრთისმშობლის მიძნების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული. მსგავსი გამოსახულება ძალიან იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში.
ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული. დირბის ღმრთისმშობელთან უწყვეტად მოედინება უშვილო წყვილთა ნაკადი, რომელთაგან მრავალი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაბრწყინებული თვალებითა და მადლიერებით ბრუნდება იმის გამო, რომ მათ დედაღვთისმშობელმა შვილი აჩუქა.ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ქარელის რაიონში სოფელი დირბში მდებარეობს.
დირბის ღვთისმშობელმა არაერთი სასწაული მოახდინა, რასაც თავად მლოცველები გვიამბობენ.
მარიამ წულაძე:
"5 წლის ლოდინის შემდეგ დირბის ღვთისმშობელმა ჩემი გული გააბედნიერა, წინა წლის ოქტომბრის თვეში მოვილოცე დირბის დედათა მონასტერი. დავესწარით პარაკლისს, შევიძინეთ წელის სარტყელი და სალოცავი წიგნი, მუდამ ვატარებდი წელის სარტყელს, ლოცვითაც ვლოცულობდი მიდგომილი გვთისმშობლის ხატთან. მოლოცვიდან მეშვიდე თვეს გავიგე რომ ორსულად ვარ, უსაზღვროა ჩვენი ბედნიერება.
ეხოზე ვიყავი და ყველაფერი დალაგდა! - ნამდვილი სასწაული ხდება ჩემ თავს, ექოსკიპისტი კიოდა, ჩემ პრაკტიკაში პირველად ხდება ასეთი რამეო, იმის თქმაც შემეშინდა რომ ორსულობა იყოო, წინა დღეებშიო (3 დღის წინ) და მეოთხე დღეს ეხოზე ყველაპერი ძალიან კარგად იყო. გაგიჟდა ექიმი სასწაული მოხდაო, უფალმა გაჩუქა და აწი ვეღარაფერი წაგართმევსო... 6 კვირის ვარ და გულისცემაც მომასმენინეს.. ყველას, ყველას ვუსურვებ ასეთი ბედნიერების განცდას, როგორიც მე მომანიჭა დედა ღვთისმშობელმა.... მოლოცვის მერე, მე-5 თვეს დავრჩი და მეშვიდე თვეს გავიგე. .5 წელი არც ერთხელ არ ვყოპილვარ ორსულად. .ეს ყველამ უნდა გაიგოს!"
მაია:
მე და ჩემი მეუღლე ბავშვს თითქმის 8 წელი ველოდით. გამოკვლევების მიხედვით არანაირი სირთულე არ იყო შვილის ყოლის, მაგრამ არ გვეძლეოდა შვილი. ძალიან მინდოდა მომელოცა მონასტერი, მაგრამ გამუდმებით დაბრკოლებებს ვაწყდებოდი და ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე წასვლა. მინდოდა მელოცა მიდგომილი ღვთისმშობლის ხატთან,მაგრამ საზღვარგარეთ მიწევდა წასვლა-როდის დავბრუნდებოდი არ ვიცოდი და ამიტომ გადავწყვიტე ხატი შემეძინა და თან წამეღო. წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე მიდგომილი ღვთისმშობლის ხატი იყო ჩემს ოჯახში დაბრძანებული.
გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე სხვადასხვა საეკლესიო ნივთების შესაძენად მაღაზიაში წავედი, სადაც მამაოც იყო და (არ ვიცი რომელი ტაძრიდან) გამყიდელს ესაუბრებოდა. ყველაფერი, რაც მჭირდებოდა შევარჩიე მაღაზიაში. მხოლოდ ჩემთვის სასურველი ხატი ვერ ვიპოვე და გამყიდველს მივმართე. მამაომ მიმითითა, რომ ეს არ არის ხატი, რომ ეს მხოლოდ ფრაგმენტია ფრესკიდან და ცალკე ხატად შეძენა არ შეიძლებაო. მეც გამოვტრიალდი და წამოვედი. თუმცა ამ მაღაზიაში არც ქონდათ ხატი, მამაოს მითითების გათვალისწინებით სხვაგანაც აღარც მიძებნია.
საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდში ერთ-ერთ არხზე ვუყურე გადაცემას, რომელშიც "მიდგომილი ღვთისმშობლის ხატზე" იყო სიუჟეტი. ძალიან დამწყდა გული,რომ მაშინ იმ ჩემთვის უცნობ მამაოს ვენდე და ხატი არ შევიძინე . სიუჟეტის ბოლოს, კომპიუტერის ეკრანზე აღბეჭდილ ხატს ხელით შევეხე და გულწრფელი ცრემლი წამსკდა და კარგა ხანს ასე გულამომჯდარი ვტიროდი. გავიდა არც ისე დიდი დრო და…… მადლობა და დიდება უფალს პატარას ველოდებით დღე-დღეზე.
***
მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული)ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩა
თეა ცაგურიშვილი