112 წლის კაცმა 17 წლის გოგონაზე იქორწინა და იმედი აქვს, მასთან შვილები კიდევ გაუჩნდება - მშობლები

112 წლის კაცმა 17 წლის გოგონაზე იქორწინა და იმედი აქვს, მასთან შვილები კიდევ გაუჩნდება

2015-08-16 05:46:33+04:00

"არაფერი დამიძალებია, უბრალოდ, ჩემი გამოცდილება გამოვიყენე" სომალის მცხოვრებ აჰმედ მუჰამედ დორეს, რომელიც 112 წლისაა, 17 წლის ცოლი ჰყავს. 18 შვილის და უკვე რამდენიმე ცოლის ქმარმა გადაწყვიტა, რომ ამ ასაკშიც უნდა ექორწინა და სწორედ ასეთი პატარა გოგონა შეარჩია ცოლად. "დღეს ალაჰი ოცნების ახდენაში დამეხმარა", - თქვა დორმა ხალხმრავალი ქორწილის მერე.

მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, უკვე მეექვსედ დაქორწინებული დორე ამტკიცებს, რომ 17 წლის ცოლისგანაც სურს შვილების ყოლა. თურმე რამდენიმე წელია მოსწონდა ეს გოგონა (პრაქტიკულად, ბავშვობიდან (!)) და ელოდა, როდის გახდებოდა ცოტა დიდი, რომ შარიათის კანონებით ცოლად ეთხოვა. სავარაუდოდ, შეძლებულმა დორემ საკმაო ქონებაც შესთავაზა გოგონას მშობლებს და ადვილად დაითანხმა. თუმცა თვითონ ასე ამბობს: „არ დამიძალებია არაფერუ, უბრალოდ, ჩემი გამოცდილება გამოვიყენე და დავარწმუნე ჩემს სიყვარულში".

საფიას ნათესავები ამბობენ, რომ ის ბედნიერია ქმართან, ადამიანთან, რომელიც იტალიელ კოლონიზატორებსაც მოესწრო და ბრიტანულ ოკუპაციასაც.