რომელი ფაფეული უნდა ჭამოს ბავშვმა და როგორ ბავშვთა დიეტოლოგების თქმით, ფაფეული კვლავაც შეუცვლელია ბავშვის მენიუში. განსაკუთრებით, თუ ის შინ არის მომზადებული და არა პაკეტებში მოთავსებული. ყველაზე სასარგებლო შინ დაფქული მარცვლეულის ფაფებია. ისინი ბავშვებს ენერგიითა და ზრდისთვის საჭირო "საშენი მასალით" უზრუნველოყოფენ. ერთადერთი უკუჩვენება ის არის, რომ არ შეიძლება გამუდმებით ერთნაირი ფაფების მიღება – რაც შეიძლება მრავალფეროვანი უნდა იყოს მენიუ. ეცადეთ, მოამზადოთ სხვადასხვა სახის ფაფეული – შვრიის, წიწიბურის, ბრინჯის, მანანის, სიმინდის... თანაც, აუცილებლად მორიგეობით – ხან რძეზე და ხან – წყალზე. სულ რძეზე მომზადებაც არ არის სასურველი და არც ძალიან დატკბობა. ჯობს ხანდახან სულაც არატკბილი მიირთვას – ვთქვათ, წიწიბურის ან ბრინჯის ფაფა არა შაქრით, არამედ ცოტა მარილით ან ყველმოხეხილი.