მასში ბოტულიზმის ჩხირების გამრავლების შანსიც მინიმალურია ეს მწნილი ძალიან ადვილი მოსამზადებელია. არც სტერილიზაცია სჭირდება და მასში ბოტულიზმის ჩხირების გამრავლების შანსიც მინიმალურია.
სამწნილედ მცირე ზომის კიტრები შეარჩიეთ. მათი ჩალაგება ნებისმიერი ზომის ქილებში შეგიძლიათ, თუმცა ჩვენ ლიტრიანი ქილების დოზებს გთავაზობთ.
მასალა ლიტრიანი ქილისთვის
კიტრი რამდენიც ჩაეტევა
კამა (აყვავებული) - 3-4 ღერი
ნიახური - 5-6 ღერი
ნიორი - 5-6 კბილი
პირშუშხა - 1 დიდი ფოთოლი
დაფნის ფოთოლი - 1-2 ცალი
ალუბლის ფოთლები - 4-5 ცალი
წიწაკა გემოვნებით
ლიმონის მჟავა - 1/3 ჩ/კ
მარილი - 1 სადილის კოვზი
შაქარი - 1 ჩ/კ
მომზადება
ჩატენეთ კიტრი ქილებში და დანარჩენი მასალაც დაუმატეთ. შეავსეთ წყლით და შეანჯღრიეთ, რომ მარილი გადნეს. გააჩერეთ თავდახურილი 3 დღის განმავლობაში. თუ ძალიან არ ცხელა, 5 დღე დასჭირდება.
ბოლო დღეს გადმოწურეთ ქილებიდან წყალი, წამოადუღეთ და თავიდან დაასხით კიტრს. შეგიძლიათ მაშინვე მოხუფოთ, თუმცა უკეთესია, თუ დასმულმ წამოდუღებულ წვენს კიდევ ერთხელ გადმოაქცევთ, კიდევ წამოადუღებთ და დაასხამთ. ამის მერე მოხუფეთ, გადმოატრიალეთ და გაგრილებისთანავე შეგიძლიათ შეინახოთ.