19 წლის ქართველმა გოგონამ უკრაინული იქს-ფაქტორის ჟიური და მაყურებელი გადარია! - მშობლები

19 წლის ქართველმა გოგონამ უკრაინული იქს-ფაქტორის ჟიური და მაყურებელი გადარია!

2015-08-24 05:19:21+04:00

ეს უნდა ნახოთ და აუცილებლად იამაყებთ, რომ ეს გოგონა ქართველია 22 აგვისტოს უკრაინული X Factor-ის ახალი სეზონის პრემიერა შედგა, რომელშიც წელს ბევრი ქართველი მომღერალი იღებს მონაწილეობას. ჟიურის წევრები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ ნათია თოდუას გამოსვლას, რომელმაც ჯენის ჯოპლინის Cry Baby საოცრად შეასრულა. ნათია მანამდე ქართულ "იქს-ფაქტორშიც" მონაწილეობდა, თუმცა ნაკლებად გაუმართლა და იმედი გვაქვს, უკრაინაში მეტ წარმატებას მიაღწევს.

იხილეთ ვიდეო და დატკბით მისი შესრულებით