მაპატიე მამა, რომ ვერ გაგიმართლე მოლოდინი და იმდენ ფულს ვერ ვშოულობ, უზრუნველი სიბერე გქონდეს
მაპატიე დედა, რომ შენი იმედები ვერ გავამართლე და ვერ ვისწავლე ისეთი კექსების ცხობა, როგორსაც შენ აცხობ.
მაპატიე მამა, რომ ვერ გაგიმართლე მოლოდინი და იმდენ ფულს ვერ ვშოულობ, რომ უზრუნველი სიბერე გქონდეს.
მაპატიე შვილო, რომ ვერ გიმართლებ მოლოდინს და დილაობით გაღვიძებულს, საუზმეზე კარაქიან და თაფლიან პურს ვერ გახვედრებ, სახლში არა ვარ.
მაპატიე ქმარო, რომ ვერ გამოვდექი ისეთი ცოლი შენ რომ გინდოდა.
ყოველ საღამოს თავი მტკივა, საბანში იქამდე ვიბუზები, სანამ შენ არ დაგეძინება.
მაპატიეთ ჩემო მკვდრებო, თქვენს საფლავებზე რომ არ დავდივარ,
ხელმოცარულისგან გადაწმენდილ მტვერს გემო არა აქვს.
მაპატიე ჩემო თავოც,
როგორი ხელმოცარული გამოვდექი,
ცარიელი ხელებიც კი მცვივა გზადაგზა.
ნინო თარხნიშვილი