მომხმარებელსაც დააინტერესებს დასკვნა, რაც ამ ჰიგიენური საშუალებების ლაბორატორიული კვლევის შედეგად გაკეთდა რუსეთში რამდენიმე ცნობილი სარეცხი საშუალება აკრძალეს და სავაჭრო ქსელიდან ამოიღეს. მათ შორისაა Persil Expert Sensitive, «Vernel გაზაფხულის სურნელით, Fairy Platinum და თხევადი საპონი «Palmolive Naturel". ეს პროდუქცია საქართველოშიც აქტიურ მოხმარებაშია და თითქმის ყველა მარკეტში იყიდება. ამიტომ ვფიქრობთ, აქაური მომხმარებლისთვისაც არ იქნება ინტერესმოკლებული დასკვნა, რაც ამ ჰიგიენური საშუალებების ლაბორატორიული კვლევის შედეგად გაკეთდა.
რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახური ირწმუნება, რომ ამ პროდუქციის ქიმიური ფორმულა ტოქსიკურობის დასაშვებ ზღვარს აჭარბებს, ანუ მისი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხს უქმნის. უწყების ხელმძღვანელის, ანა პოპოვას წერილში ნათქვამია, რომ საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგად რამდენიმე პროდუქტში უსაფრთხოების სანიტარულ-ქიმიური და ტოქსიკური მაჩვენებლები ნორმაში არ აღმოჩნდა. სავაჭრო ცენტრებმა უკვე მიიღეს მითითება და პროდუქციის ქსელიდან ამოღება დაიწყეს, თუმცა ექსპერტები ეჭვობენ, რომ ეს აკრძალვა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და დასავლეთისგან რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების პასუხია.
შეიძლება ექსპერტების ვარაუდი უფრო ახლოსაა სიმართლესთან, მაგრამ არც პირველი ვერსიაა გამორიცხული. ინფორმირებულობა კი ზოგჯერ სიფრთხილისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი საიმედო გზაა. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ ამ ინფორმაციის გავცელება. მომავალში კი თქვენი გადასაწყვეტია, რომელი ვერსიას ენდობით და იტყვით თუ არა უარს ამ ცნობილ პროდუქციაზე.