"დედის ძუძუ მომბეზრდა, მამის მინდა, გაგისინჯავთ ვინმეს?" ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა აღელვებთ და რისი თქმა სურთ ჩვენთვის ჩვილ ბავშვებს. რადგან უფროსების ენა არ იციან, ამიტომ საინტერესო და პრობლემატურ თემებს ფორუმზე ახმაურებენ. ეს ფანტასტიკური და სახალისო ფორუმი თავს ცოტა ხნით მაინც გაგრძნობინებთ ბავშვის ადგილას. მაშ ასე, რა თემებს "გახსნიდნენ" ჩვილები, თავიანთი ფორუმი რომ ჰქონდეთ:
"ჩემთვის სტაფილოს პიურე, თავისთვის - შოკოლადი.., ჰმ, სადაა სამართალი?"
"დედას მუცელი ეზრდება, ნეტავ რა სჭირს?"
"მამას თავი სულ მოეტვლიპა. რაქიტის ბრალი ხომ არაა?"
"გამოკითხვა ძუძუს ბავშვებში: ჩაიფიქრეთ, რა გინდათ საახალწლოდ, დედამ რომ შეჭამოს?"
"აბა, ვის გაგისინჯავთ ქოთნის ყვავილი? შემომიერთდით!!!"
"დედის ძუძუ მომბეზრდა, მამის მინდა, გაგისინჯავთ ვინმეს?"
"ხომ არ იცით, მამას მკერდიდან თმა როგორ მოვაშორო. მოგლეჯვა არ ამართლებს, ყვირის."
"ხალხნო, გავსკდი ჭამით და მშობლებს როგორ გავაგებინო?"
"დამეხმარეთ, სახლში არც მარილია, არც შაქარი, ისეთ უგემურ ფაფას მაჭმევენ და გული მერევაა!"
"ეს პამპერსი ძალიან მასუქებს, იქნებ სხვა მოდელი შემარჩევინოთ."
"როცა ძუძუს და თითს ერთდრულად წოვ, ამას რა დავარქვა, მაქსიმალიზმი?"
"ტრაკზე თქვენც გკოცნიან?"
"ბებიაჩემისთვის ლოგოპედს ვეძებ, ვის მირჩევთ?"
"როგორ დავიძინო ისე, რომ პირიდან ძუძუ არ გამომივარდეს?"
"მომსახურება: ფაფით სახის მოხატვა."
"დედას ცხვირი სულ არ იწელება, ასე უნდა იყოს?"
"მიშველეეეთ, თმა ამომდის!!!"
"როგორ პოზაში დავიძინო, რომ ჩემები გადავრიო?"
"პაჩი, პუჩი, ქუცი, ფაცუ... ნეტა რა მქვია?"
"დედა მგონი გაგიჟდა - ჩემი კუკების დანახვა უხარია. რომელ სპეციალისტს ვაჩვენო?"
"ჩემს შიშველ ფოტოებს ინტერნეტით ავრცელებენ, ამას არ შეგარჩენთ!!!"