სწორედ ის მომწონდა მარიამთან ურთიერთობაში, რომ დაგეგმილი და გაწერილი არაფერი გვქონია ერთი წლის წინ, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს ერთმანეთი. საერთო მეგობრების წყალობით ხშირად უწევდათ ერთმანეთის ნახვა. მალე დამეგობრდნენ. მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და… დღეს ცოლ-ქმარი ჰქვიათ.
ლევანს პირად ცხოვრებაზე პრესასთან არასდროს უსაუბრია. ალბათ, ამის მიზეზი ისიც იყო, რომ თბილისში ცნობილი მექალთანის რომანები სერიოზულ ურთიერთობამდე არ მისულა. თუმცა პრესა ხშირად წერდა მის ურთერთობაზე არა ერთ ლამაზ ქალთან.
მარიამი სწორედ ის არის, ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდიო, მითხრა ინტერვიუს დროს მსახიობმა…
წყვილი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა სიყვარულის ამბავს. როგორც მარიამი ამბობს, ეს მისთვის კონკიას ისტორიაა.
მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი დღეს ექსკლუზიურად „პრაიმტაიმის“ მკითხველს უამბობს მათი სიყვარულის ამბავს.
ლევან ხურცია:
– ერთმანეთი ერთი წლის წინ გავიცანთ. ყველაფერი მეგობრობით დაიწყო. საერთო მეგობრების წყალობით ზოგჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს. თავიდანვე დადებითი შთაბეჭდილება შემექმნა, მერე დავახლოვდით. აღმოვაჩინე, რომ მარიამი იყო ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მაკლდა, რომ იყო ის ნახევარი, რომელიც მთელი ცხოვრება მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყო. ჩვენი ურთიერთობა ეტაპობრივად ღრმავდებოდა.
– რა იყო მთავარი, რამაც მარიამში მოგხიბლა?
– გარეგნულ სილამაზეზე არაფერს ვიტყვი, ეს ისედაც ნათელია. მარიამი ყველასგან გამორჩეულია: ნიჭიერია, კეთილშობილია. ვიმეორებ, მე მასში ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი.
– გვიამბობ, როგორ გამოუტყდი სიყვარულში?
– ეს ჩვენი პირადულია, ინტიმური, ჩვენია. დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა.
– ახლა რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა, ნიშნობა იყო?
– ყველაფერი იყო. დღეს მე და მარიამი ცოლ-ქმარი ვართ. ოჯახის წევრებიც გავაცანით ერთმანეთს, ყველაფერი ისე იყო, როგორც ქართული ადათ-წესი მოითხოვს.
– ქორწილი იქნება?
– რა თქმა უნდა, იქნება, უბრალოდ, ჯერ თარიღი თავადაც არ დაგვითქვამს. მოვლენები ძალიან მალე განვითარდა. სწორედ ის მომწონდა მარიამთან ურთიერთობაში, რომ დაგეგმილი და გაწერილი არაფერი გვქონია. ყოველთვის გულახდილები ვიყავით ერთმანეთთან, უბრალოდ, ვურთიერთობდით, მხოლოდ გულით. ბუნებრივად მოხდა, რაც მოხდა. გაგრძელება