ხშირად თავის პერსონაჟთან აიგივებენ ორი ინდოელი ბავშვის ბედის შესახებ გადაღებულ სერიალში, რომელსაც ინდურ "სანტა ბარბარასაც" უწოდებენ, რადგან საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობს, ეს ქალი, ნანი, ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი გმირია. როგორც ბებია, თავისი შვილიშვილისთვის თავგადადებულია, თუმცა ყველას სხვისთვის – ბოროტი და ავი. სინამდვილეში, ფრატიმა კაზმი ინდოეთში საკმაოდ ცნობილი მსახიობია და ხშირად დადებით გმირებს განასახიერებს. თუმცა მისი "ძლიერი მხარე" მაინც უარყოფითი როლებია. "ორ ბედში" შესრულებული როლის შემდეგ მთლად თავის პერსონაჟთან აიგივებენ.
ინდოეთში ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ნიჭიერი მსახიობი, თავისი ჩახრინწული ხმით იქცევს ყურადღებას და ძლიერი დიალოგებით. არაერთხელ აქვს მიღებული ჯილდოები საუკეთესოდ შესრულებული როლებისთვის.