უგემრიელესი ტყემლის საწებელი დუღილისა და სტერილიზაციის გარეშე - შეინახეთ ზამთრისთვის - მშობლები

უგემრიელესი ტყემლის საწებელი დუღილისა და სტერილიზაციის გარეშე - შეინახეთ ზამთრისთვის

2015-09-06 04:33:26+04:00

არ სჭირდება დუღილი და ვიტამინებით სავსე რჩება ტყემლის შენახვის ეს მეთოდი სიმარტივით გამოირჩევა. გახეხვის შემდეგ არ სჭირდება დუღილი და ბოთლებშიც ცივად ისხმება. შესაბამისად, მდუღარესთან კონტაქტიც არ მოგიწევთ და ვიტამინშენარჩუნებული საწელებელიც გამოგივათ.

დაგჭირდებათ:

10 კილო ტყემალი

150-200 გრამი ნიორი

300 გრამი ქინძი (სასურველია აყვავებული)

კამა 200 გრამი (ასევე აყვავებული, თუმცა ნედლიც შეიძლება)

ომბალო - 50 გრამი

მარილი, წიწაკა გემოვნებით

სალიცილის მჟავა ლიტრაზე 1 აბი

მომზადება:

სანამ ტყემალს შესაფერის ჭურჭელში მოათავსებთ, ჯერ განსაზღვრეთ, რამდენი ლიტრი სითხე ეტევა მასში. შემდეგ ჩაყარეთ ტყემალი, დაასხით ცოტა წყალი, რომ არ მიიწვას და მოთუშეთ. შეაგრილეთ და გახეხეთ. დაამატეთ ზემოხსენებული გატარებული მწვანილები და ნიორი. თვალის ზომით განსაზღვრეთ, რამდენი ლიტრი ტყემალია ქვაბში და იმის მიხედვით დაამატეთ კარგად დაფხვნილი სალიცილის მჟავა. მოურიეთ და დადგით 2-3 საათით. ამ დროის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე მოურიეთ.

გახეხვის შემდეგ ხელმეორედ ადუღება არ არის საჭირო. ჩაასხით სუფთა ბოთლებში ან ქილებში.