გარდაცვლილი ცოლისთვის მიძღვნილი საუკეთესო საჩუქარი ბრაზილიელი რაფაელ დელ კოლი 20 წლის იყო, როცა თავისზე ბედნიერი არავინ ეგონა. ამ ასაკში შეხვდა ზუსტად თავის სიყვარულს - 17 წლის ტატიანას. მალე დაქორწინდნენ და პატარა გოგონა, რაისა ეყოლათ.
თუმცა სამწუხაროდ, მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 2013 წელს, მათი გაცნობიდან 10 წლის თავზე, ტატიანა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. რაფაელი დაქვრივდა და მარტო დარჩა 2 წლის ქალიშვილით ხელში.
დრო გავიდა, თუმცა რაფაელს საყვარელი ქალი არ დავიწყებია და მისადმი გრძნობებიც კვლავ ისეთივე ძლიერია. ამიტომაც მოიფიქრა ორიგინალური მეთოდი, თუ როგორ ეცა პატივი ტატიანას ხსოვნისთვის.
ქორწინებამდე ერთი კვირით ადრე წყვილმა ერთობლივი ფოტოსესია მოაწყო. რაფაელმა სწორედ იმ ფოტოების გაცოცხლება გადაწყვიტა, ოღონდ, 4 წლის ქალიშვილთან ერთად. მათ იმავე პოზებში გადაიღეს ფოტოები, როგორც ძველ ფოტოებზე იყო.
შეძლებისდაგვარად რაფაელი ეცადა, იმავე სამოსში გადაეღო ფოტოები, რომელიც ეცვა წლების წინ. გოგონასაც მსგავს სამოსს აცმევდა. ფოტოები თავის ბლოგზე განათავსა და დიდი გამოხმაურებაც მიიღო.
"იმედი მაქვს, ეს პროექტი დასტური იქნება იმისა, რომ გრძნობები არ ქრება. ჩემი განცდები არ შემცირებულა და სულაც არ გამიოლებია ამ დანაკარგთან შეგუება, - ამბობს რაფაელი, - ჩვენი ქალიშვილი მეხმარება ამ დარდთან გამკლავებაში. მისი წყალობით ვარ მე ბედნიერი!"