"ფეისბუქზე დავწერე, როგორ არ ვუყვარვარ ჩემს მშობლებს, მე თეთრი აიფონი მინდოდა, იმათ შავი მაჩუქეს..." - მშობლები

"ფეისბუქზე დავწერე, როგორ არ ვუყვარვარ ჩემს მშობლებს, მე თეთრი აიფონი მინდოდა, იმათ შავი მაჩუქეს..."

2015-09-10 19:31:11+04:00

ძაან ნაწყენი ვარ ჩემს მშობლებზე. ფეისბუქზეც დავწერე, დავუჰაიდე ჩემებს, მაგრამ დედაჩემის დაქალს უნახავს და მიუტანა ენა დედაჩემს ამ პროექტის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ (იხილეთ სტატია). პროზაულ სერიალში ქართველი მოზარდების, ე.წ. თინეიჯერების თანამედროვე ცხოვრება ასახული, რეალისტურად და შელამაზების გარეშე. მათი ყოველდღიურობა - ბულინგი, ძალადობა, ბილწსიტყვაობა, დაძაბული ურთიერთობები ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში... ჩვენ შიგადაშიგ შემოგთავაზებთ პატარა ნაწყვეტებს ამ ჩანაწერებიდან. ეს სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟის, ნინო ბუთხუზის ჩანაწერიდანაა:

ძაან ნაწყენი ვარ ჩემს მშობლებზე. ფეისბუქზეც დავწერე, დავუჰაიდე ჩემებს, მაგრამ დედაჩემის დაქალს უნახავს და მიუტანა ენა დედაჩემს, ის გაბრაზდა ძალიან და მეჩხუბა, ჩვენ შენი გახარება გვინდოდა და შენ კიდევ რა უმადური შვილი ხარო. ვერ გავიგე, მე მინდოდა თეთრი აიფონი და ამათმა მაჩუქეს შავი! და კიდევ მე უნდა გამიხარდეს? მთელი ღამე ვტიროდი, რამდენი ხანია ვამბობ, რომ მინდა თეთრი აიფონი, უკვე ვოცნებობდი, როდის მექნებოდა და ყუთი რომ დავინახე გული ამიჩქარდა, დედამ და მამამ მომიტანეს და იდგნენ და მიყურებდნენ გაღიმებულები, მე ვეცი ყუთს და დავიწყე გახსნა, თან ძაან მიხაროდა, რა მაგარია-მეთქი და რომ გავხსენი, ვერ დავიჯერე თავიდან, რომ ყუთში შავი აიფონი იდო, ვიფიქრე, რომ შეეშალათ ან მეხუმრებოდნენ. ფეისბუქზეც მანამდე სულ თეთრი აიფონის სურათებს ვდებდი, ვერ ვიჯერებ, რომ არ იცოდნენ, ვერ შევიკავე თავი და ტირილი დავიწყე, იმათ ეგონათ, სიხარულისგან ტირისო და ჩამეხუტა ორივე და მშვიდობაშიო. არ მინდა, მშვიდობაში, რად მინდა შავი, მეზიზღება, რაა!! მერე არ ვუთხარი არაფერი წავედი და ვტიროდი, კიდევ კაი ჩემი დაბადების დღე არ იყო თორემ ჩამშხამდებოდა მთელი დაბადების დღე. მერე ფეისბუქზე, დავწერე როგორ არ ვუყვარვარ ჩემს მშობლებს და ყველა მეჩხუბა, ვერ გავიგე რატო? შვილს როგორი აიფონი უნდა არ უნდა იცოდე მშობელმა? რანაირი მშობლები არიან აბა საერთოდ არ აინტერესებთ მე რა მინდა და რა მიხარია ან რა მწყინს ან რა მიყვარს, არაფერი არ აინტერესებთ.

ყოველდღე დავდივარ გაკვეთილებზე, სკოლაში რას გასწავლიანო, მანდ ცუდი მასწავლებლები არიანო, კერძო მასწავლებლებთან დავდივარ, ხან ინგლისური მაქვს, ხან ფრანგული, ხან მათემატიკა, კვირაში ორჯერ ცურვაზე დამათრევენ, კვირაში სამჯერ ცეკვაზე. ერთი დასვენების დღე მაქვს კვირას და მაგ დღესაც მამამ და დედამ დაიჩემეს ერთად უნდა ვიყოთ ოჯახი კვირაობითო, დილიდან ერთად ვსაუზმობთ, მერე მივდივართ ხან ბოულინგის სათამაშოდ, ხან შოფინგზე, ხან კარტინგებზე, ხან მთაწმინდის პარკში, მერე ვჭამთ სადმე რესტორანში, საღამოს კიდევ ან ვინმე მაგათ მეგობართან მივდივართ სტუმრად, ან სახლში ვართ და რამეს ვუყურებთ ერთად სამივენი. საშინელებაა! არც კი მეკითხებიან მე იქნებ არ მინდა ეს ყველაფერი? ჩემი მეგობრები მეუბნებიან ხოლმე კვირას კაფეში წავიდეთო და ვერასდროს ვერ მივდივარ, იმიტომ რომ აიტეხა მამაჩემმა ეს ოჯახის დღე. არ შეიძლება ოჯახის დღე ოთხშაბათი იყოს და კვირას თავი დამანებონ? განაგრძეთ კითხვა