დედის გავლენით ხდება ბავშვის ურთიერთობის ფორმირება მამასთან და მამის ურთიერთობა ბავშვთან ექიმის მისაღებში - ბიჭი, 6 წლის, ძლიერი ნერვული აშლილობა.
- ვისთან ერთად ცხოვრობ?
- დედასთან
- და მამა?
- ჩვენ ის გავაგდეთ.
- როგორ?
- ჩვენ დავშორდით... ის გვამცირებს... არაკაცია...საუკეთესო წლები წაგვართვა...
ექიმის მისაღებში: გოგონა 14 წლის, თავის ძლიერი ტკივილებით და გულყრით.
- რატომ მამა არ დახატე, თქვენ ხომ ერთი ოჯახი ხართ?
- უკეთესი იქნებოდა, თუ საერთოდ არ იარსებებდა. ასეთი მამის ყოლას, ჯობს საერთოდ არ იყოს...
- რას გულისხმობ?
- დედას სიცოცხლე გაუმწარა, ღორივით იქცეოდა...
- შენ როგორ გექცეოდა?
- ორიანებზე არ მეჩხუბებოდა...
- სულ ეგ არის?
- გასართობად ფულს მე თვითონ ვშოულობ... კალათებს ვწნავ.
- ვინ გასწავლა?
- მამამ... კიდევ ბევრი რამ მასწავლა: თევზის ჭერა, მანქანის ტარება... შემოდგომაზე ნავით ერთად წავალთ სათევზაოდ...
- კი მაგრამ ნავში როგორ ჩაუჯდები ადამიანს, რომელზეც ამბობ, რომ ჯობდა სულ არ არსებულიყოო?
- ისე, საერთოდ საინტერესო ურთიერთობა გვაქვს... როდესაც დედა მიემგზავრება, კარგად ვართ... ერთად როცა არიან, მაშინ ჩხუბობენ, მე ორივესთან კარგად ვარ, როცა ცალ- ცალკე არიან...
ექიმის მისაღებში: გოგონა 6 წლის, პრობლემები აქვს ურთიერთობაში, გაფანტულია, აწუხებს ღამის კოშმარები, აქვს ენის ბორძიკი, იკვნეტს ფრჩხილებს...
- რატომ დახატე დედა და შენი ძმა? შენ და მამა სად ხართ?
- ჩვენ სხვაგან ვართ, დედა რომ კარგ ხასიათზე იყოს, იმიტომ...
- და თუ ყველა ერთად იქნებით?
- მაშინ ყველაფერი ცუდად იქნება...
- როგორ ცუდად?
- …
გოგონამ ტირილი დაიწყო:
- დედას არ უთხრათ, რომ მამაც ძალიან მიყვარს...
ექიმის მისაღებში - მოზარდი მძიმე ნერვული დარღვევებით.
- …თქვენს შვილს მართლა სჯერა თავისი მამის სიკვდილის?
- კი! მე და ბებიამ სპეციალურად ვუთხარით, რომ არ იდარდოს და კარგი ადამიანი გახდეს.
ფსიქოლოგთა მუშაობის პრაქტიკაში არაერთი ასეთი შემთხვევა ყოფილა. აქედან გამომდინარე ფსიქოლოგებმა შემდეგი დასკვნები გამოიტანეს:
1. ბავშვებს ერთნაირად უყვართ თავიანთი მშობლები მიუხედავად თავიანთი დემონსტრირებული საქციელისა. ბავშვი დედას და მამას ერთ, განუყრელ მთლიანობად აღიქვამს.
2. დედის გავლენით ხდება ბავშვის ურთიერთობის ფორმირება მამასთან და მამის ურთიერთობა ბავშვთან. სწორედ დედა ახდენს ტრანსლირებას იმისა, თუ ვინ არის მისი მამა და როგორ უნდა მოექცეს იგი მამას.
3. დედას აქვს აბსოლუტური ძალაუფლება ბავშვზე. იგი აკეთებს იმას, რასაც უნდა (შეგნებულად თუ შეუგნებლად). ბავშვი სამყაროს შეიცნობს დედის მეშვეობით, სამყაროს ხედავს მისი თვალებით. დედა აქტიურად აყალიბებს ბავშვის ცნობიერებას. მამასთანაც დედა აახლოებს. თუ დედა არ ენდობა ქმარს, ბავშვიც გაუცხოებული იქნება მასთან.
4. მამისა და შვილის ურთიერთობას დედა აყალიბებს. მაგ: როცა დედა პატივს არ სცემს ბავშვის მამას, მამა ხშირ შემთხვევაში არ პასუხობს ბავშვს სიყვარულით.
5. თუ დაირღვა ყურადღება, მეხსიერება, არაადეკვატური თვითშეფასება - ბავშვს კატასტროფულად აკლია მამის ყურადღება. მამის უარყოფა ოჯახში ხშირად ინტელექტუალურ და ფსიქოლოგიური განვითარების შეკავებით ვლინდება ბავშვში.
6. თუ დარღვეულია კომუნიკაციის სფერო, ადგილი აქვს შფოთს, შიშს, თუ ბავშვმა ადაპტირება ვერ შეძლო გარე სამყაროსთან - ეს ნიშნავს იმას, რომ მან ვერ იპოვა დედა თავის გულში.
7. ბავშვები ზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებს კარგად უმკლავდებიან მაშინ, თუ დედა და მამა მათ იღებენ ისეთს, როგორიც არის (როდესაც ადგილი არ აქვს მშობლების მხრიდან გაუთავებელ კრიტიკას, ბავშვის ხასიათის ცვალებადობასთან დაკავშირებით).
8. ბავშვი ემოციურად და ფიზიკურად იზრდება უპრობლემოდ მაშინ, როდესაც იმყოფება მშობლების პრობლემების მიღმა. მაშინ, როდესაც მას უკავია თავისი "საბავშვო" ადგილი ოჯახში.
9. ბავშვი ქვეცნობიერად ყოველთვის იცავს გარიყულ მშობელს და გაუცნობიერებლად ემსგავსება მას ქცევით, ხასიათით... როგორც კი დედა (მამა) დართავს ნებას ,რომ იყოს მისი მსგავსი - ღიად და არა დაფარულად (ისე, რომ დედას არ ეწყინოს ან არ გაუბრაზდეს), ბავშვს მიეცემა არჩევანის შესაძლებლობა: გაერთიანდეს მამასთან სიძნელეებით თუ უბრალოდ უყვარდეს გულით.
10. ბავშვი ერთნაირად ერთგულია როგორც დედის, ასევე მამის მიმართ და მათთან მხოლოდ სიყვარული აერთიანებს. მაგრამ როდესაც მშობლებს შორის ურთიერთობა იძაბება, ბავშვი უნებლიეთ ერთვება მათ სირთულეებში, რაც დიდ ტკივილს აყენებს მას.
11. როდესაც დედა გაბრაზებულია ან არ უყვარს ბავშვის მამა და იჭერს მსგავსებას თავის ქმართან, ამით თითქოს უარყოფს შვილს. იგი თითქოს ეუბნება ბავშვს: "არ მიყვარხარ, იმიტომ, რომ მამაშენს ჰგავხარ". ბავშვისთვის დანაშაულის გრძნობით ცხოვრება აუტანელია, ეს კი აუცილებლად აისახება მის ცხოვრებაზე - ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობით და წარუმატებლობით მთელი ცხოვრების მანძილზე.
12. როგორი არაჩვეულებრივიც არ უნდა იყოს დედა, მხოლოდ მამას შეუძლია მოზრდილი ნაწილის ინიცირება ბავშვში. ალბათ შეხვედრიხართ მოზრდილ ადამიანებს, რომლებიც ბავშვებივით ინფანტილური და უმწეონი არიან. ან ისეთები, რომლებსაც ეშინიათ ახალი საქმის წამოწყება, არ არიან აქტიური და თვითრიალიზებულები. ისეთები, რომლებსაც არ შეუძლიათ "არას" თქმა, რომლებიც გამუდმებით იტყუებიან, რომლებიც ვერ გამოხატავენ საკუთარ აზრს და ყოველთვის ეთანხმებიან სხვას. ან პირიქით, რომლებიც გამომწვევად იქცევიან და ეომებიან ყველას. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც არ ან ვერ ჰქონდათ მამასთან კონტაქტი.
13. მხოლოდ მამის გვერდით პატარა ბავშვი პირველად შეიცნობს საზღვრებს. საზღვრებს შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის. მის გვერდით ბავშვი გრძნობს, თუ როგორ მოქმედებს კანონი. გრძნობს მამის ძალას.
14. სწორედ მამის საწყისში ფორმირდება ღირსება, მიზანსწრაფვა, პასუხისმგებლობა - ყველა დროისთვის ღირებული ადამიანის შეფასების კრიტერიუმები.
15. ბავშვები, რომლებიც დედამ შეგნებულად თუ შეუგნებლად არ მიუშვა მამასთან, ვერ შეძლებენ - გაწონასწორებულ, ზრდასრულ, ლოგიკურ, მიზანდასახულ ადამიანად ჩამოყალიბებას. იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად ისინი დარჩნენ გოგონებად და ბიჭუნებად და ვერ გახდნენ ქალები და კაცები. "თუ ქალი პატივს სცემს ქმარს, ქმარი კი - ცოლს, ბავშვებიც პატივისცემას გრძნობენ საკუთარი თავის მიმართ. საწინააღმდეგო შემთხვევაში - ბავშვები ამას აღიქვამენ როგორც საკუთარი თავის უარყოფას".
16. მამა სხვადასხვა როლს თამაშობს გოგოსთვის და ბიჭისთვის. ბიჭისთვის მამა - საკუთარი სქესის თვითიდენტიფიკაციაა, თავისი თავის აღქმა მამაკაცად როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.
17. დაბადების წუთიდან 3 წლამდე ბავშვი ბიჭი დედის გავლენის ქვეშ იმყოფება. თუ დედა მოსიყვარულე იყო შვილთან (ბიჭთან) ბავშვობაში, ასე აღზრდილი ბიჭი დიდობაში იქნება მზრუნველი მეუღლე და მოსიყვარულე მამა.
18. 3 წლის შემდეგ დედა უშვებს ბიჭს მამასთან. უნდა აღინიშნოს, რომ უშვებს სამუდამოდ! გაშვება ნიშნავს მამაკაცად ჩამოყალიბებას.
19. არის შემთხვევა, როდესაც ბიოლოგიური მამა არ არის ბავშვის გვერდით. ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას გრძნობს დედა ყოფილი ქმრის მიმართ. დედის მიერ ქმრის უარყოფა ბავშვისთვის დიდი ტრავმაა მთელი ცხოვრების მანძილზე. ბავშვს შეიძლება ჰყავდეს კარგი მამინაცვალი, ბაბუა, ბიძა, მაგრამ მამას ვერვინ შეუცვლის, მას დედისგან მთელი ცხოვრება ექნება აკრძალვა მამაკაცურ საწყისზე. ბავშვი სულის სიღრმეში ვერასოდეს დაარღვევს დედის აკრძალვას.
20. ერთადერთი, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის, არის ის, თუ რა წარმოდგენა და შეფასება აქვს დედას მამაზე. თუ დედა აღიარებს მამას, მაშინ ბავშვი "ივსება" მამაკაცური თვისებებით. გოგოს შემთხვევაში - 3 წლამდე აქტიურად არიან დედასთან, 3- 4 წლიდან მამის გავლენის ქვეშ ექცევიან 6-7 წლამდე. ამ ასაკში აქტიურად იღებენ მამისგან: თავისუფლებას, ლოგიკურ აზროვნებას, შრომისმოყვარეობას, ყურადღებას, პასუხისმგებლობას და ა.შ. სწორედ ამ ასაკში ხდება გარჩევა იმისა, რომ გოგო სქესით განსხვავებულია მამისაგან, რომ ის დედას ჰგავს და ისეთივე ლამაზია. ზუსტად ამ პერიოდში გოგონები აღმერთებენ მამებს.
ნუ დაუკარგავთ ბავშვებს მამებს!