თავისი ენერგეტიკა აქვს ფულსაც ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და ყველაფერს, მათ შორის მატერიალურ საგნებს თავიანთი ენერგეტიკა აქვთ. თავისი ენერგეტიკა აქვს ფულსაც. თუკი მისი მოზიდვა გაქვთ გადაწყვეტილი შემდეგი 10 წესის დაცვა არ გაწყენდათ:
1. სახლში მუდამ სისუფთავე დაიცავით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჰოლს, დერეფანს, სამზარეულოს.. ფული ბინძურ სახლებში არ მოდის, ან არ ჩერდება.. მას სისუფთავე უყვარს.
2. არასოდეს დახარჯოთ ხელფასი აღებისთანავე. შემოსავალი პირველივე დღეს არ უნდა გაანიავოთ. პირველ დღეს სჯობს რომ სეიფში, ან ყუთში გააჩეროთ თანხა და მეორე დღიდან დაიწყოთ ხარჯვა.
3. საფულე უკეთესია თუ წითელი ფერის იქნება, ან ეცადეთ დეკორში მაინც იყოს წითელი ელემენტები.
4. საფულეში არასოდეს შეინახოთ პირადი ნივთები, ფოტები, ხატები, ჩეკები და უსარგებლო ნივთები… იქ მხოლოდ ფული და პლასტიკური ბარათები უნდა იყოს.
5. კუპიურები თანმიმდევრობის მიხედვით დაალაგეთ ხოლმე და ისე ჩააწყვეთ საფულეში მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას.
6. ფული მხოლოდ დილით და სუფთა ხელებით დაითვალეთ.
გაგრძელება