თავიდან ვერც მიხვდა, რომ ორსულად იყო... 31 წლის კარატისტი, ჩემპიონი კრისტალ გრინა მარტში დაორსულდა. თავიდან ვერც მიხვდა, რომ ორსულად იყო. ჩვეულებრივ ვარჯიშობდა და ბიკინის კონკურსისთვის მოსამზადებლად დაკლებას ცდილობდა. როცა ვერა და ვერ დაიკლო, ინტენსიურ ვარჯიშზე გადავიდა, თან მკაცრად იცავდა დიეტას - უშაქროს, უმარილოსა და უგლუტენოს. "მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო. წონაში ვერ ვიკლებდი და ვგრძნობდი, რომ მუცელი მებერებოდა", - ჰყვება კრისტალი.
აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატების ოჯახში დაბადებულმა კრისტალმა "ყოველი შემთხვევისთვის" ორსულობის ტესტი იყიდა და გააოგნა შედეგმა. რა თქმა უნდა, მის ბიკინის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმამ მოუწია, თუმცა კიკბოქსინგზე უარი არ უთქვამს.
ექიმმაც უთხრა, რომ გაეგრძელებინა ვარჯიშები და კრისტალი ამბობს, რომ ამის წყალობით არც ტოქსიკოზი ჰქონია და არც დილის უსიამოვნო შეგრძნებები.
"ჩემი ექიმი ორსულობის დროს ფიტნესის მომხრეა და მიაჩნია, რომ რაც მეტს შეძლებთ, მით უკეთესი. მარათონულ გარბენში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ ვარჯიშს ჩვეულებრივ ვაგრძელებ", - ამბობს კრისტალი.