შემოდგომაზე ბევრი სამხიარულო და გასართობი რამის მოფიქრება შეიძლება
არბენინეთ ჩამოცვენილ ფოთლებზე და ერთად უსმინეთ მის შრიალს;
ააცვით ასკილის და ნებისმიერი სხვა ტყის ნაყოფის მძივები;
შეაგროვეთ შემოდგომის ფოთლების თაიგული;
გადაიღეთ ოჯახური ფოტოსესია ტყეში, ყვითელი ფოთლების გარემოცვაში;
დააკვირდით წვიმის წვეთებს შუშაზე;
გამოაცხვეთ ვაშლის ნამცხვარი;
ირბინეთ წვიმის გუბეებში, ისეირნეთ შემოდგომის წვიმაში;
გააკეთეთ ჰერბარიუმი და წიგნის ფურცლებში შეინახეთ შემოდგომის ფერად-ფერადი ფოთლები;
შემოდგომის სხვადასხვა ნაყოფისგან ხელნაკეთი ნივთები გააკეთეთ;
შეაგროვეთ შემოდგომის ნაყოფი, გამხმარი ფოთლები, ხის ნაფოტები - ზამთარში მინიატურების გასაკეთებლად;
ისეირნეთ ტყეში და სკვერებში;
შეღებეთ ფოთლები და გადაიტანეთ ფურცელზე მისი ანაბეჭდები;
დაწანით ფერადი ფოთლებისგან გვირგვინები;
დახატეთ ცარცით ასფალტზე;
გაუშვით ქაღალდის გემები გუბეებში;
იგორავეთ მშრალ ფოთლებში;
გაუშვით საპნის ბუშტები სველ ასფალტზე;
ფურცელზე დაადეთ ფოთოლი, შემოხაზეთ კონტური და გააფერადეთ;
დახატეთ შემოდგომის ხე;
წვიმის შემდეგ წადით ტყეში სოკოს მოსაკრეფად;
აიღეთ მოსავალი სოფლად;
შეაგროვეთ და გაახმეთ თესლები-გაზაფხულზე დასათესად;
ფანჯრებზე დააკარით ნაირფერი შემოდგომის ფოთლები.