რომელი წმინდანების ხსენების დღეებია ოქტომბერში - მშობლები

რომელი წმინდანების ხსენების დღეებია ოქტომბერში

2015-10-01 04:20:03+04:00

ბავშვი ამ წმინდანის მფარველობის ქვეშ ექცევა და შეიძლება, სახელის დარქმევისასაც გაითვალისწინონ ეს ფაქტორი ბავშვის გაჩენამდე და გაჩენისას მშობლები ხშირად ცდილობენ გაითვალისწინონ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელსაც შეიძლება დაემთხვას პატარის დაბადება - ასე ბავშვი ამ წმინდანის მფარველობის ქვეშ ექცევა და შეიძლება, სახელის დარქმევისასაც გაითვალისწინონ ეს ფაქტორი. ამჯერად გთავაზობთ იმ რამდენიმე წმინდანის სახელებსა და მათი ხსენების რიცხვებს, რომლებიც ოქტომბერს უკავშირდება.

1 ოქტომბერი: ბიძინა ჩოლოყაშვილი, ძმანი მისნი - შალვა და ელიზბარი, მოწამენი სოფიო და ირინე

2 ოქტომბერი: მოწამე ტროფინე, მოწამე ზოსიმე

3 ოქტომბერი: ერთაწმინდობა, დიდმოწამე ევსტათი

4 ოქტომბერი: მღვდელმოწამენი იპატიოს ეპისკოპოსი და ანდრია ხუცი

5 ოქტომბერი: იონა წინასწარმეტყველი, მართალი პეტრე

6 ოქტომბერი: მუცლადღება პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი; მოწამენი ანდრია, იოანე და ძენი იოანესი - პეტრე და ანტონინე

7 ოქტომბერი: თეკლა მოციქულთასწორი, წმინდა ვლადისლავ სერბი

8 ოქტომბერი: სერგი რადონეჟელი, არსენ დიდი

9 ოქტომბერი: ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული, მიცვალება იოანე ღვთისმეტყველის

10 ოქტომბერი: მარკოზ მახარებელი, ღირსი ეგნატე, მოციქული ზინა

11 ოქტომბერი: ხარიტონ აღმსარებელი, მოწამე ალექსანდრე

12 ოქტომბერი: ღირსი კვირიაკე, ღირსი თეოფანე

13 ოქტომბერი: მღვდელმოწამე გრიგოლ დიდი, მოწამენი რიფსიმე და გაიანე, მიტროპოლიტი მიხეილი

14 ოქტომბერი: მცხეთობა, მირიან III და ნანა დედოფალი, წმიდა სიდონია და აბიათარ მღვდელი, საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, წმიდა მოციქული ანანია, ღირსი იოანე კუკუზელი

15 ოქტომბერი: დავით და კონსტანტინე მხეიძეები, ნეტარი ანდრია, ღირსი იოანე ქოზიბელი

17 ოქტომბერი: მღვდელმოწამე პეტრე კაპეტოლიელი, ღირსი პავლე

18 ოქტომბერი: გრიგოლ ხანძთელი, დიონისე, გრიგოლი, საბა იშხნელი, ღირსი დედა ანასტასია, ღირსი მამანი ამბა გიორგი, შიო, გიორგი, პავლე

19 ოქტომბერი: მოციქული თომა

20 ოქტომბერი: პელაგია ტარსელი, იოსებ ხუცესი, წმიდა მოწამენი სერგი და ბაქოსი

21 ოქტომბერი: ღირსი პელაგია, ღირსი ტაისია

22 ოქტომბერი: ღირსი მოციქული იაკობი, ღირსი პეტრე გალატიელი

23 ოქტომბერი: ღირსი ამბროსი, ღირსი ბასიანე

24 ოქტომბერი: წმიდა მოციქული ფილიპე, წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა

25 ოქტომბერი: იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული, წმინდა მარტინე

26 ოქტომბერი: ანტონ ჭყონდიდელი, იაკობ ხუცესი, ღირსი ნიკიტა

27 ოქტომბერი: ღირსი პარასკევა, ღირსი სილუანე

28 ოქტომბერი: ღირსი ექვთიმე ახალი, ღირსმოწამე ლუკიანე, წმიდა საბინე

29 ოქტომბერი: იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე, ღირსი ზენონი

30 ოქტომბერი: ღირსი მამა იაკობი, ღირსმოწამე ანდრია კრეტელი

31 ოქტომბერი: წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა, წმიდა მოწამე მარინი, ღირსი იულიანე, ღირსი იოსებ ვოლოცკელი

http://www.orthodoxy.ge/kalendari.htm