ლანჩხუთის "გურიის" უკვე მეოთხე ფეხბურთელი დაიღუპა ავტოკატასტროფაში...
"ახლა ხომ მიშა დავკარგეთ ლანჩხუთის "გურიიდან", შარშან ზუსტად ამ დროს, "გურიის" 25 წლის ფეხბურთელი ნიკა კილაძეც ავტოკატასტროფით გარდაიცვალა, იმის წინ კიდევ "გურიის" ორი ფეხბურთელი 19 წლის თორნიკე ინაიშვილი და 15 წლის ბექა ბზეკელავაც ავარიაში დაიღუპნენ..."
1-ლ ოქტომბერს, ლანჩხუთში მომხდარმა ავტოკატასტროფამ ლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელი, მეკარე 25 წლის მიხეილ გოგუაძე იმსხვერპლა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მსგავსი საზარელი ავტოავარია არ უნახავთ - ნაწვიმარი ტრასიდან ასხლეტილი მანქანა ბეტონს ისეთი სისწრაფით შეეჯახა, რომ ჰაერში დაახლოებით 7 მეტრის სიმაღლზე, ელექტროსადენებთან ავარდა და შემდეგ ისევ მიწაზე დაენარცხა. ამ დროს მიშა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და კიდევ რამდენიმე საათს იცოცხლა, - იბრძოლა სიცოცხლისთვის, მაგრამ...
მამუკა ქანთარია, მიხეილ გოგუაძის ახლობელი:
- საშინელება დატრიალდა. ვიდრე მიშა ქუთაისში არ გადაიყვანეს, მისი მეგობრები და გულშემატკივრები ლანჩხუთის საავადმყოფოში ვიყავით და იმედით შევყურებდით ყოველი თეთრხალათიანის გამოსვლას, მაგრამ უკვე ძალიან ცუდად იყო, - კაცი 7 მეტრზე ავარდა ჰაერში, იქიდან კი უკან დაენარცხა მანქანით, სასწაული თუ გადაარჩენდა, სასწაული კი არ მოხდა... თუ ეს შეღავათია, არ ვიცი, მაგრამ კიდევ კარგი მარტო იყო, მანქანაში ამ დროს სხვაც რომ ყოფილყო, ვერც ის გადარჩებოდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როგორც ვიცი, მიშა არავის ტოვებდა გზაზე, მანქანა რომ არ გეჩერებინა...
- ანუ ავტოკატასტროფა სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია?
- როგორც ამბობენ, ვარჯიშზე აგვიანდებოდა და იმიტომ ჩქარობდა. სადაც ავარიაში მოხდა, იქ მკვეთრი შესახვევია, მაგრამ ასეთ შესახვევში აჩქარებითაც არაფერი მოუვიდოდა, რომ არა წვიმა და იქ დაქცეული საწვავი. მიშას მანქანა ამ დაქცეულ საწვავზე აუსრიალდა, რის შემდეგაც მოწყდა ადგილიდან და ჩაბეტონებულ ღობეს შეეჯახა, ღობემ კი აისხლიტა და მანქანაც ჰაერში ავარდა, ამან დაღუპა. მიშა საუკეთესო ადამიანი ხომ იყო და იყო, მეკარეც ძალიან კარგი იყო. ამ ბოლო დროს მაინც ისეთ თამაშებს თამაშობდა, ხალხი გაოცებული იყო, რა სწრაფად მიდის წინო. განაგრძეთ კითხვა