მორიგი დაბადების დღე უფლისწულმა მამასთან ერთად აღნიშნა 27 სექტემბერს საქართველოს უფლისწულად წოდებული გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონი 4 წლის გახდა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, მორიგი დაბადების დღე უფლისწულმა მამასთან ერთად გაატარა, რომელიც ავტორბოლის დიდი მოყვარულია და პატარა გიორგიც აზიარა ამ სპორტს.
როგორც გახსოვთ, წლების წინ გახმაურებული იყო გიორგის მშობლების სამეფო ქორწილი. ბაგრატიონების ორი შტო გაერთიანდა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ იქორწინეს. მაშინ ბევრს საუბრობდნენ, რომ ეს ქორწილი პატრიარქის ხელდასმით შედგა. ამ ქორწინებამდე ანა ბაგრატიონს პირველი ოჯახი ჰქონდა და ორი ქალიშვილიც უკვე ჰყავდა.
ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზეც, რომ ეკლესიას სურდა, საქართველოში მონარქიული წყობილების აღდგენა, რაც ბაგრატოვანთა ორი შტოს დაკავშირებითა და მემკვიდრის დაბადებით გახდებოდა შესაძლებელი. თუმცა ოცნება ოცნებად დარჩა, რადგან ოჯახი მალე დაინგრა. მიზეზებზე ბევრს საუბრობენ, თუმცა რა არის სიმართლე, მხოლოდ ოჯახის წევრებმა იციან.
მოგვიანებით წყვილი ისევ შერიგდა და პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი დაიბადა, რომელსაც პატრიარქმა საქართველოს უფლისწული უწოდა. თუმცა მშობლები მალე ისევ დაშორდნენ და მონარქიის აღდგენაზე მეოცნებე ადამიანებისთვის დრომ უფლისწულის გაზრდამდე გადაიწია. შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალარეა, რომელშიც უფლისწული და მისი ოჯახის წევრები არიან აღბეჭდილი.