ერთი ნაბიჯი ძუძუს კიბოს შედეგების დასამარცხებლად 25 წლის ნიკი ბლეკმა, ლოს ანჯელესიდან, ძუძუს კიბო დაამარცხა და თავისი საქციელით ამტკიცებს, რომ მასტექტომიის შემდეგაც კი, ცხოვრებით ტკბობა შესაძლებელია.
გოგონას, ექიმებმა ეს საზარელი დიაგნოზი ორი წლის წინ დაუსვევს. ნიკის თქმით, ის სრულიად განადგურებული და შოკირებული იყო, მის ოჯახში არავის ჰქონია ასეთი დაავადება. გოგონას ოპერაციის გარდა ისიც ანერვიულებდა, თუ როგორი იქნებოდა მისი სხეული.
"როდესაც შენ ძუძუს კიბო გაქვს, საკუთარ სხეულს ვეღარ აკონტროლებ. მე დავკარგე მკედი, დავკარგე მგრძნობელობა, მე ძუძუსთავები აღარ მქონდა და ყოველდღე ტკივილები უნდა ამეტანა. სექსუალური კუთხით, კომპლექსები დამეწყო. ბიჭები მეკითხებოდნენ, თუ როგორ მკერდს გავიკეთებდი მასტექტომიის შემდეგ და ხუმრობდნენ, რომ შემეძლო პორნოვარსკვლავსაც დავმსგავსებოდი. მასტექტომიის გაკეთების მერე, გარავწყვიტე ძუძუსთავების ადგილას ტატუები გამეკეთებინა. როდესაც შედეგი დავინახე, ცრემლები წამომივიდა. თავს ლამაზად ქალად ვრგძნობდი. ტატუები - ეს თერაპიაა. ადამიანებს ისინი მოსწონთ და მეც...",- ამბობს ნიკი.