როცა ეს ბავშვები ზოოპარკში მივიდნენ, მათ თვალწინ საშინელი რამეების კეთება დაიწყეს... სად იყვნენ ამ დროს მშობლები? - მშობლები

როცა ეს ბავშვები ზოოპარკში მივიდნენ, მათ თვალწინ საშინელი რამეების კეთება დაიწყეს... სად იყვნენ ამ დროს მშობლები?

2015-10-19 05:02:34+04:00

ამ ფაქტმა მსოფლიო საზოგადოებრიობა შოკში ჩააგდო როცა ისტორიის გაკვეთილებზე გვიამბობენ, რომ შუა საუკუნეების ადამიანები მასობრივად დადიოდნენ ჯადოქრების დაწვის თუ დამნაშავეების სიკვდილით დასკის ცერემონიებზე, და ხშირად ბავშვებსაც დაატარებდნენ, ეს დიდ ემოციებს იწვევდა ჩვენში. როგორც ჩანს, დრო არ იცვლება და ისეთ კულტურულ სახელმწიფოშიც კი, როგორიც დანიაა, შეიძლება ამაზრზენი რამეები მოხდეს, თან ბავშვების თვალწინ.

ცოტა ხნის წინ სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა დანიური ქალაქის ოდენსეს ზოოპარკი. ამ უწყების თანამშრობლებმა გადაწყვიტეს, საჯაროდ გაეკეთებინათ ოპერაცია ლომისთვის. ინტერნეტში განათავსეს განცხადება და მოიწვიეს მსურველები. განსაკუთრებული მონდომებით იწვევდნენ ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებს.

ზოოპარკის ოფიციალურ საიტზე შემდეგი რამ ეწერა: "მოდით და ნახეთ, ჩვენი ერთი თანამშრომელი როგორ გაჭრის ლომს. პროცესის დროს ის ყველაფერს ახსნის, ნახავთ გულს, ფილტვებს და სხეულის სხვა ნაწილებს. სურვილის შემთხვევაში, უფრო ახლოს შესწავლაც შეგეძლებათ".

mshoblebi

სინამდვილეში ეს ძუ ლომი ცხრა თვის წინ დაეძინებინათ იმის გამო, რომ ზოოპარკი გადაივსო ცხოველებით. ამ ხნის განმავლობაში საყინულეში ინახავდნენ, სანამ თანამშრომლებს ეს "გენიალური" იდეა არ ეწვიათ.

ამ სისხლიან სანახაობას საბოლოოდ უამრავი ადამიანი დაესწრო, რომელთა უმრავლესობა, სამწუხაროდ, ბავშვი იყო და არც ერთის მშობელს არ მოსვლია თავში აზრად, რომ იქიდან გაეყვანა გაოგნებული პატარა.

mshoblebi

ზოოპარკის დირექტორი ვერაფერ არაბუნებრივს თუ უკანონოს ვერ ხედავს ამაში და ამბობს, რომ მსგავს ექსპერიმენტებს უკვე 20 წელია ატარებს. "ჩვენ გასართობად არ ვიყენებთ ცხოველებს. ეს ერთგვარი შემეცნება და სწავლებაა".

სხვათა შორის, 2014 წლის თებერვალში ამავე ზოოპარკში მაყურებლის თვალწინ მოკლეს და დაანაწევრეს ჟირაფი, მერე კი მისი ნაწილები ლომებს გადაუგდეს.