მეზობლის ბავშვს რომ მოუხდა, იმას არ ნიშნავს, რომ საშიში არ არის პატარას ყოველთვის თავს ევლებით და წარმოიდგინეთ, რამდენად იზრდება ეს ყურადღება, როცა ბავშვი ავად ხდება. გამორიცხული არ არის, გადამეტებული მზრუნველობისგან კი არ დაეხმაროთ, უფრო ავნოთ. ამიტომ გაითვალისწინეთ პედიატრების რეკომენდაციები, რომლებიც გირჩევენ, რა არ უნდა გააკეთოთ ბავშვის ავადმყოფობისას.
პირველ რიგში არ დასვათ თვითნებური დიაგნოზი, რაც არ უნდა გამოცდილ დედად მიგაჩნდეთ თავი. არ დაიწყოთ მკურნალობა ექიმთან ვიზიტამდე. გახსოვდეთ, ექიმისთვის ერთნაირი ხველა და ერთნაირი მუცლის ტკივილი არ არსებობს, ყველა შემთხვევას თავისი მიდგომა სჭირდება.
სანამ ექიმამდე მიხვალთ, როგორც წესი, რამდენიმე საათი გადის. თუ ტემპერატურა 38,5 გრადუსზე მაღალია და ბავშვი 4 წლამდე ასაკისაა არ შეიძლება:
მისცეთ ანალგინი ან ასპირინი, გაუკეთოთ ოყნა
ბავშვის თბილად შეფუთვნა
კონცენტრირებულ (40%) სპირტის ხსნარში ან წყალში გაუზავებელი ძმრით დაზელვა
ავადმყოფი ბავშვისთვის ჭამის დაძალება - ჯობს, სითხეები სვას მეტი, ვიდრე ბევრი ჭამოს.
დაალევინეთ ჩვეულებრივი სიცხის დამწევი, მიეცით მეტი ჰაერი.
თუ სიცხიან ბავშვს ხველა დაეწყო, არ გაუკეთოთ კომპრესები, ინჰალაცია. გამონაკლისია კრუპის შემთხვევა. ამ დროს ინჰალაცია აუცილებელია.
ხველებისას არ შეიძლება:
*ალერგიისკენ მიდრეკილი ბავშვებისთვის კომპრესები და ინჰალაციისთვის ეთილირებული ზეთების გამოყენება (ამან შეიძლება სუნთქვის გაძნელება და ბრონქების სპაზმი გამოიწვიოს).
*ძილის წინ ამოსახველებელი საშუალების მიცემა (შეიძლება, ნახველმა დაახრჩოს).
* თხილეულის, შოკოლადების და ყელის განაღიზიანებელი საკვების მიცემა.
გაციებისას არ შეიძლება:
*ცხვირის წვეთების უკონტროლოდ გამოყენება, მით უმეტეს, შინაური ხსნარების ან გაზავებული ანტიბიოტიკების ჩაწვეთება. მეზობლის ბავშვს რომ მოუხდა, იმას არ ნიშნავს, რომ საშიში არ არის ან თქვენსასაც „მოუხდება".
*ხახვის და ნივრის ნაკუწების ცხვირში შეტენვა
*ცხვირის უხეშად მოხოცვა.
ენტეროვირუსის დროს არ შეიძლება:
* ისევ და ისევ საჭმლის თუ ნებისმიერი ხილის დაძალება, განსაკუთრებით, ძნელად მოსანელებელი საკვების (ბულიონების, მავნე ნახშირწყლების) - ჯობს სითხეებს (წყალს, გაზგასულ მინერალურს, მაწონს) მიეძალოს.