რომელ სახელს ირჩევენ ბოლო წლებში ყველაზე ხშირად ახალშობილი გოგონებისა და ბიჭებისთვის
რომელ სახელს ირჩევენ ბოლო წლებში ყველაზე ხშირად ახალშობილი გოგონებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? მეცნიერებმა 49 ქვეყნის სტატისტიკა შეისწავლეს და პასუხი იპოვეს. ქალების სახელებს შორის ბოლო ათწლეულების ლიდერი ყოფილა სოფია. სოფია ბერძნული წარმომავლობის სახელია, სიბრძნეს ნიშნავს და გავრცელებულია არა მარტო ქრისტიანულ ქვეყნებში, არამედ თურმე თურქეთსა და მუსლიმან-სუნიტებს შორისაც. ამ სახელს ხშირად არქმევენ ევროპის, ამერიკის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ტერიტორიაზე. ბოლო წლებში მას ისეთი გავრცელებული სახელი და უეჭველი ლიდერიც კი შეუვიწროვებია, როგორიც არის მარია.
სოფია, სოფი, სოფო, სონია, ზოფა, სოხვი - სხვადასხვა ენაზე ეს სახელი სხვადასხვაგვარად ჟღერს, თუმცა ყველგან მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მართლმადიდებელ სამყაროში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა წმინდა სოფიას, ცნობილი მოწამე დედის წყალობით მოიპოვა.
რაც შეეხება ბიჭის სახელს, ახალშობილი ბიჭებისთვის ყველაზე გავრცელებული სახელი მუჰამედი ყოფილა (მუჰამადი, მაგომედი, მაჰმუდი, მამადუ), რომელიც პრაქტიკულად ყოველ მეორე-მესამე მუსლიმანურ ოჯახში დაბადებულ ბავშვს ჰქვია.