თუ მშობლები გამუდმებით გაკონტროლებდნენ, თქვენ ჩამოყალიბდებით ჯიუტ ადამიანად, რადგან მიეჩვიეთ წინააღმდეგობის გაწევას ყველა პრობლემა ბავშვობიდან მოდის! - ასე ამბობენ ფსიქოლოგები. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ზედმეტი წონისგან იტანჯება, თუ უკან მიიხედავს, მიხვდება, თუ როდის დაიწყო ეს და ა.შ. ჩვენ გთავაზობთ ფსიქოლოგთა მოსაზრებებს და რამდენად ჭეშმარიტია ეს მოსაზრებები, შეგიძლიათ თავად, საკუთარი გამოცდილებიდან განსაჯოთ.
1. თუ თქვენი მშობლები არ გაძლევდნენ უფლებას, თავად მიგეღოთ გადაწყვეტილება, მოზრდილ ასაკში თქვენ იქნებით ადამიანი, რომელიც პათოლოგიურად იქნება დამოკიდებული თავის პარტნიორზე.
2. თუ თქვენ ხართ მამაკაცი და ბავშვობაში გქონდათ ემოციური კავშირი მამასთან, მაშინ თქვენი ინტიმური ცხოვრება წესრიგშია.
3. თუ თქვენი მშობლები გამუდმებით გაკონტროლებდნენ, თქვენ ჩამოყალიბდებით ჯიუტ ადამიანად, იმდენად, რამდენადაც მიეჩვიეთ წინააღმდეგობის გაწევას.
4. თუ თქვენ დიდი ხნით უყურებდით ტელევიზორს, თქვენ შესაძლოა დათრგუნული გქონდეთ საურთიერთო უნარები.
5. ძალადობრივი სცენების ყურებამ შეიძლება აგრესორად გაქციოთ, რადგან ბავშვები კოპირებას უკეთებენ გმირების ქცევებს და იმახსოვრებენ ამ მოდელს.
6. თუ თქვენ იმეორებდით თქვენი მშობლების საქციელს მაშინაც, როცა ეს არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, თქვენ გახსნილი ადამიანი ხართ, რომელიც ისწრაფვის კულტურული დიალოგისთვის.
7. თუ ბავშვობაში ხშირად გსჯიდნენ, საბოლოოდ ჩამოყალიბდებით საკუთარ თავში ჩაკეტილ ადამიანად.
8. თუ თქვენი მშობლები ხშირად იყენებდნენ ალკოჰოლს, თქვენ, თუ გაგიმართლათ და ამ ჩაკეტილ წრეს გააღწიეთ, ძალიან სერიოზული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი გაიზრდებით, რადგან პატარაობიდან უვლიდით თქვენს წინაპრებს.
9. თუ ფსიქოლოგიურად ტრავმირებული იყავით ბავშვობაში, მოზრდილ ასაკში შეგაწუხებთ ზედმეტი წონა.
10. თუ ბავშვობაში დაუმსახურებლად მკაცრად გექცეოდნენ, ხშირად შეგაწუხებთ დეპრესია.
11. თუ გაიზარდეთ სიღარიბეში, გექნებათ ცუდი მეხსიერება.
12. თუ თქვენი მშობლები განქორწინდნენ მაშინ, როდესაც 3-5 წლის იყავით, მაშინ თქვენი ურთიერთობა იქნება დაძაბული, განსაკუთრებით მამასთან.