ცნობილი ფსიქოლოგები და მშობლები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ
ამონარიდი ადელ ფაბერის და ელენ მაზლიშის წიგნიდან „ძმები და დები. როგორ უნდა დავეხმაროთ ჩვენს შვილებს, იცხოვრონ მეგობრულად“:
"არასდროს დამავიწყდება ზაფხულის ის დღე, როცა გადავწყვიტე, ავტოფარეხში მდგარი დიდი, გაყინული მაცივარი გამელღო. საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები მიყურებდნენ, როგორ მოვათრევდი ჯამით ცხელ წყალს ყინულის გასადნობდ. როგორც იქნა, ყინულმა ლღობა დაიწყო. ავიღე ყინულის პატარა ნაჭერი და ჩემს ერთ-ერთ შვილს ვუთხარი:
- აჰა შენ ყინული
დანარჩენებმა ყვირილი დაიწყეს.
- მე? მეც ხომ მინდა ყინული...
კიდევ ორი ყინულის ნაჭერი ავღე და ორ ბავშვს მივეცი, მაშინ ყველაზე პატარამ დაიწყო ყვრილი, რომ მას ყველაზე პატარა ნაჭერი შეხვდა.
- შენ დიდი გინდა? - ვუთხარი მე, ავიღე დიდი ნაჭერი, - მიდი დაიჭირე.
ახლა ყველაზე უმცროსი კმაყოფილი იყო, დანარჩენები კი გაბრაზდნენ, მას აქვს ყველაზე დიდიო.
იმ დროისთვის ყველა ბავშვს ჰქონდა ყინულის დიდი ნატეხი, მაგრამ ისინი უფრო მეტს ითხოვდნენ. მე არ ვიშურებდი და კვლავ ვაძლევდი ყინულებს, მაგრამ მათ მეტი და მეტი უნდოდათ. არ უნდოდათ, ერთმანეთს ჩამორჩენოდნენ. მაშინ მივხვდი, რომ ამაო იყო ჩემი მცდელობა, მათ თავი ეგრძნოთ თანასწორ მდგომარეობაში.
როგესაც ისინი ყვირიან: „უსამართლო ხარ!“ „მას მეტი მიეცი, მე კი - ცოტა“, „ის უფრო გიყვარს“- თქვენ ამ დროს ცდილობთ დააბალანსოთ სიტუაცია, მაგრამ ბავშვებს არ სურთ ეს. მათ უნდათ, რომ თქვენთვის იყვნენ გამორჩეულები, უნდათ, რომ თითოეული მათგანი არა თანაბრად, არამედ გამორჩეულად გიყვარდეთ. იმის მაგივრად, რომ ყველაფერი თანაბრად გაიყონ, მიეცით მათ იმდენი, რამდენსაც ითხოვენ.
დაანახეთ ბავშვს ,რომ ის გამორჩეულია თქვენთვის, რომ ის არა სხვებივით, არამედ - გამორჩეულად გიყვართ.
„შენ ერთადერთი ხარ ამ ქვეყანაზე, ვერავინ შენძლებს შენი ადგილის დაკავებას“
გამოუყავით ბავშვებს დრო მათი მოთხოვნილებისამებრ და არა - „10 წუთი შენთან ვიქნები, შემდეგი 10 წუთი შენს დაიკოსთან“ - ეს წინადადება ასე შეცვალეთ: „მე ვიცი რომ შენს დასთან დიდი ხანი ვმეცადინეობდი ლიტერატურას, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კი მოვრჩებით მასთან მეცადინეობას, მინდა გავიგო, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი“.
რამდენიმე ისტორია მაგალითისთვის:
„4 წლის სტივი თავს ცუდად გრძნობდა. კალთაში მეჯდა, როდესაც წლი-ნახევრის მეგი მოჩოჩდა, ხელები ჩემსკენ გამოიწია, რომ მოვფერებოდი, მაგრამ მე არ გავაკეთე ეს. მეგი, მე ვიცი, რომ გინდა დედამ ხელში აგიყვანოს, მაგრამ ახლა სტივი ცუდადაა და მას უნდა მივხედო. სტივმა გაკვირვებული სახით შემომხედა მან იგრძნო, რომ მე ის მიყვარს და ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე გასაკვირი კი ის არის, რომ პატარა მეგიც მიხვდა ყველაფერს. იგი წყნარად ელოდებოდა ხელში აყვანის დროს“.
„ამ კვირაში დიდი გამოცდის ჩაბარება მომიწია. ჩემი შუათანა გოგონა, 8 წლის ენი ჩემთან ერთად დივანზე იჯდა. უეცრად მკითხა, მამიკო, ყველაზ მეტად ვინ გიყვარს - რეიჩელი, ემილი თუ მე?
საყვარელო, მე ყველანი ერთნაირად მიყვარხართ, იდეალური პასუხია არა? მაგრამ ენი ამაზე არ გაჩერდა და მკითხა: „წარმოიდგინე, რომ ყველანი ერთ ნავზე ვართ, ნავი კი გადატრიალდა, ვის გადაარჩენ?" - შევეცადე სიტუაციიდან გამოვმძვრალიყავი, და ვუპასუხე: - იმას, ვინც ყველაზე ახლოს იქნება ჩემთან. თუკი ერთნაირი დაშორება იქნება? - მკითხა მან. მე მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა, ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა საშინელება, თქვენ ჩემთვის ძვირფასები ხართ სწორედ იმიტომ, რომ განსხვავდებით ერთმანეთისგან. რა უნდა მექნა, შენ რომ რამე დაგმართნოდა, ვისთან დავჯდებოდი და ვისთან ვისაუბრებდი ასე. მე ვერასდროს შევძლებდი შენი შემცვლელის პოვნას. ამაზე ფიქრიც კი არ შემიძლია.
ენი ძალიან კმაყოფილი იყო პასუხით, მას არც კი უკითხვას რას ვიგრძნობდი, ჩემი სხვა ქალიშვილები რომ დამეკარგა, მას იმის გაგება უნდოდა, რომ ვაფასებ და ძალიან მიყვარს".
წიგნის ავტორები გვირჩევენ, ვაგრძნობინოთ ჩვენს შვილებს მათი განსაკუთრებულობა და თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად მივუდგეთ.