რა სარგებლობა მოაქვთ თითოეულს ადამიანის ორგანიზმისთვის ჩვენი ჯანმრთელობა დიდწილადაა დამოკიდებული ჯანსაღ კვებაზე. საკვები, პირველ რიგში, ვიტამინებით მდიდარი უნდა იყოს, რადგან მათი ნაკლებობა ორგანიზმში მრავალი ავადმყოფობის პროვოცირებას ახდენს.
ჩვენი ორგანიზმი საკვებთან ერთად ვიტამინების გარკვეულ რაოდენობასაც ღებულობს. თუ მათი ბალანსი დაცულია, ორგანიზმი ყოველთვის მზად არის ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომელი ვიტამინი რას გარგებთ და რომელი პროდუქტი შეიცავს მას.
A ვიტამინი
უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ზრდას და იცავს თვალებს დაავადებებისგან. აუცილებელია სუნთქვის, კუჭ-ნაწლავის და სასქესო ორგანოების ჯანმრთელობისთვის.
A ვიტამინით მდიდარია რძე, კვერცხის გული, სტაფილო, გარგარი, პომიდორი, ციტრუსები.
B-1 ვიტამინი
ორგანიმზში მისი ნაკლებობა ნახშირწყლების ბალანსს არღვევს. ფერხდება ნერვული და კუნთოვანი ქსოვილების ენერგიით მომარაგება, მათ შორის გულის, თავისა და ზურგის ტვინის.
B-1 ვიტამინს შეიცავს ღვიძლი, ლორი, თხილი, პარკოსნები, ყაბაყი.
B-2 ვიტამინი - შეუცვლელია თმების, კბილების, კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დამწვრობების ან ჭრილობების შეხორცებისთვის. ეხმარება თვალს ფერების აღქმაში, ორსულობისას იცავს ნაყოფს, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესშიც.
B-2 ვიტამინს შეიცავს სტაფილო, კომბოსტო, ხახვი, პომიდორი, ისპანახი, გოგრა ჭარხალი, მჭლე ხორცი, ღვიძლი, კვერცხის გული.
B-3 ვიტამინი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ის დიდი რაოდენობითაა თევზის ხორცში, საქონლისა და ქათმის ღვიძლში, საქონლის თირკმელებში.
B-5 ვიტამინი - ხელს უწყობს თირკმელების ქერქს ჰომონების წარმოქმნაში. ძლიერი ანტისტრესული საშუალებაა, აქვეითებს ალერგიულ რეაქციებს.
B-5 ვიტამინი გვხვდება პურის ხორბალში, ღვიძლსა და თირკმელებში.
B-6 ვიტამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის, ხელს უშლის ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებას. მისი ნაკლებობა ბავშვებში ზრდას აფერხებს, იწვევს ანემიას და აღგზნებადობას. მოზრდილებში - მადის დაქვეითებას, კანის ანთებას, ათეროსკლეროზს.
B-6 ვიტამინით მდიდარია თევზი, ბანანი, ავოკადო, კომბოსტო, ჭარხალი, გოგრა, ასკილი, მწვანილი.
B-12 ვიტამინი საჭიროა სისხლის წარმოქმნისა და ნერვული ქსოვილების განვითარებისთვის. მისი ნაკლებობა იწვევს დაღლილობას, ანემიასა და დეპრესიას.
B-12 ვიტამინით მდიდარია მაწონი, კვერცხი, თევზი, ხორცი.
C ვიტამინი ჰემოგლობინის წარმოქმნაში მონაწილეობს, ამაღლებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ინფექციებისა და გაცივების დროს. აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და ძვლის შეზრდას, ხელს უშლის კანცეროგენული ნივთიერებების (კიბოს გამომწვევი) წარმოქმნას. ეფექტური საშუალებაა ბახუსის დროს.
C ვიტამინით მდიდარია ასკილი, კაკალი, ტკბილი წიწაკა, შავი მოცხარი, ციტრუსები, პომიდორი, ბადრიჯანი, ყაბაყი, სტაფილო, ისპანახი, შინდი, მჟაუნა, მწვანე ბარდა, მარწყვი, ხენდრო, ვაშლი ყურძენი.
D ვიტამინი ბავშვის ორგანიზმს რაქიტისგან იცავს. მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში. დადებითად მოქმედებს ჩიყვზე, კბილებსა და სასქესო ჯირკვლების დაავადებებზე.
D ვიტამინით მდიდარია თევზი, კარაქი, კვერცხის გული.
E ვიტამინი ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსიკური შხამებისთვის ერთგვარ ბარიერს ქმნის. ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების გაჩენის ალბათობას, აფერხებს დაბერების პროცესს. მისი უკმარისობა ნივთიერებათა ცვლის დარღვევასა და იმპოტენციას იწვევს, უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე.
E ვიტამინი გვხვდება მცენარეულ ზეთში, კვერცხის გულში, ბარდაში, ჭვავში, ხორბალში.
K ვიტამინი სისხლის შედედების უნარს ამაღლებს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. ზრდის სისხლძარღვთა კაპილარების სიმტკიცეს, გააჩნია ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.
K ვიტამინს შეიცავს სტაფილო, კომბოსტო, გოგრა, ისპანახი, მარწყვი, კარტოფილი, ჭარხალი, პომიდორი, ასკილი, გოგრა