საეჭვო მასალებისგან დამზადებულ სათამაშოებზე იმდენჯერ დაიწერა, მათ მავნებლობაში ეჭვი აღარვის ეპარება ბავშვისთვის სათამაშოს არჩევა ერთი შეხედვით იოლი საქმეა - ბაზარი სავსევა ჭრელა-ჭრულა, იაფი და ხელმისაწვდომი სათამაშოებით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სათამაშო განმავითარებელიც უნდა იყოს და უსაფრთხოც, ამოცანა უფრო რთულდება. გაურკვეველი წარმოშობის და საეჭვო მასალებისგან დამზადებულ სათამაშოებზე იმდენჯერ დაიწერა, რომ მათ მავნებლობაში ეჭვი აღარვის ეპარება. პლასტმასი და საღებავი, რომლებსაც საგანგებო შემოწმება არა აქვთ გავლილი, განვითარების შეფერხებისა და ალერგიული რეაქციების მიზეზი ხდება. ამის გამო ცივილიზებულ ქვეყნებში დიდი ხანია ხმარებაში ხის და ეკოსაღებავებით შექმნილი სათამაშოები შემოვიდა. ცოტა ხანში ყველა ოჯახში წინასაახალწლო სამზადისი გაჩაღდება. პატარებისთვის საჩუქრების შერჩევა იწყება და უმეტეს შემთხვევაში უფროსები არჩევანს სწორედ სათამაშოზე შეაჩერებენ. ის კი ხარისხიანი უნდა იყოს. ხის და სხვა ეკოლოგიურად სუფთა, განმავითარებელი სათამაშოების შესახებ კომპანია Dimari-ს დამფუძნებელი ნიაზ ძიაპშიპა გვესაუბრება.
- რამდენად ინტერესდება ქართველი მომხმარებლის ხის სათამაშოებით? პლასტმასი ხომ ყველაზე გავრცელებული და იაფი საშუალებაა. ანაცვლებენ მას შედარებით ძვირიანი პროდუქტით?
- ქართველი მომხმარებელი დღითიდღე უფრო გათვიცნობიერებული ხდება ბავშის სათამაშოებთან დაკავშირებულ რისკებში, მიუხედავად ამისა საზოგადოებრივი ცნობიერება ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე, რომ ამან ქართულ სათამაშოების ბაზარზე იქონიოს გავლენა. სამწუხაროდ, ამაში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც დიდ როლს თამაშობს. გეთანხმებით, დიდია ცდუნება შეიძინო ლამაზი, ნათელი, ხასხასა და იაფი სათამაშო, რომელიც ბავშვს მოსწონს და ყიდვის უნარიც შეგწევთ, მაგრამ ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასწორის მეორე მხარეს ჩვენი ბავშვების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, გონებრივ განვითარებას ვდებთ.
- ხის სათამაშოებს შორისაც ხარისხი განსხვავებულია?
- მხოლოდ ფაქტურა (ხე თუ პლასტმასი) არ განსაზღვრავს სათამაშოს ხარისხს. მთავარი არის როგორ მზადდება იგი. შესაბამისად, ხის სათამაშოც, თუკი იგი არ არის შესაბამისი სტანდარტით დამზადებული და გავლილი არ აქვს ხარისხის კონტროლი, ისეთივე მავნეა როგორც ზემოხსენებული იაფიანი პლასტმასის სათამაშო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს სათამაშოები, რომლებიც აკმყოფილებს ევროპულ მოთხოვნათა სტანდარტს EN 71 – ჩვენ თითოეულ ნაწარმის თან ვურთავთ შესაბამის დამადასტურებელ სერთიფიკატს. გერმანელი ექსპერტები უფრო შორს მიდიან, თუ რაიმე არ შეესაბამება აღნიშნულ სპეციფიკაციას, რომელიც ბავშვისადმი კეთილგანწყობილი ფუნქციონირების და უსაფრთხოების მიმართულებით მრავალწლოვან გამოცდილებას ეფუძნება, მაშინ ეს პროდუქტი ვერ მოხვდება ჩვენს მიერ მოწოდებულ პროდუცქიის არეალში.
- თქვენს კომპანიას რომელი ქვეყნიდან ჩამოაქვს სათამაშოები?
- სათამაშოები ჩამოგვაქვს გემანიიდან, კომპანია Legler-ის ნაწარმი, რომელიც უმსხვილესი მწარმოებელი და მიმწოდებელია მთელს მსოფლიოში. ასევე გვაქვს კომპანია Marioinex-ის პლასტმასის განმავითარებელი სათამაშოები, რომლებიც მზადდება პოლონეთში და ხარისხის ყველა ევროპულ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ასევე გაყიდვაში გვაქვს საქართველოში დამზადებული ხის განმავითარებელი სათამაშოები.
- ხის სათამაშოების დამზადებისას არ გამოიყენება ქიმიური ნივთიერებები?
- ხის სათამაშოების დამზადებაში, ასევე პლასტმასის სათამაშოებში, რომლებიც ჩვენთან იყიდება, გამოიყენება ექსკლუზიური ეკო-საღებავები. ამ ნივთიერებებს სამჯერადი ექსოერტიზა აქვს გავლილი, სერთიფიცირებულია და უსაფრთხოა.
- რა ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი თქვენი პროდუქცია?
- ჩვენი პორდუქცია გათვლილია ბავშვებზე 0 წლიდან. ასევე თითოეულ სათამაშოს, სირთულის შესაბამისად, მითითებული აქვს შესაბამისი ასაკი.
- როგორ ხდება ხის სათამაშოების წმენდა-გასუფთავება?
- მარტივი რეკომენდაცია შემიძლია მოგცეთ როგორც 2 შვილის მამამ. ეცადეთ, ბავშვებმა სუფთა გარემოში ითამაშონ. თავიდანვე ასწავლოთ სათამაშოების ალაგება და მოფრთხილება, თუნდაც თქვენი დახმარებით ან მის გარეშე. მოერიდეთ ბავშვის ნივთების ქიმიური მადეზინფექცირებელი საშუალებებით წმენდას, ჟელეებსა და სითხეებს. ჯობია უბრალოდ წყალში გარეცხოთ. სახეხად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდა.
R
ხის სათამაშოების ხიბლში რომ ბოლომდე დარწმუნდეთ, იხილეთ ფოტოგალერეა