მთავარია არა ძილის ხანგრძლივობის როლი, არამედ სწორედ ადრე დაძინების ფაქტორი თუ ბავშვის მომავალი გაფიქრებთ, დასაძინებლად ადრე მოამზადეთ. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბავშვები, რომლებიც ადრე იძინებენ, ჯანმრთელები არიან და მათ დედიკოებსაც მყარი ფსიქიკა აქვთ.
მელბურნის ინსტიტუტის მეცნიერებმა 4-დან 7 წლამდე 10 700 ბავშვი და მათ მშობლები გამოიკვლიეს. კვლევა რამდენიმე წლის შემდეგ გაგრძელდა, როცა ბავშვებს 7-იდან 10 წელი შეუსრულდათ.
გაირკვა, რომ ბავშვები, რომლებიც ადრე იძინებდნენ, თანატოლებთან შედარებით მეტად ჯანმრთელები იყვნენ. გარდა ამისა, ჯანმრთელი ბავშვების დედებსაც მშვიდი ნერვები ჰქონდათ, არ იტანჯებოდნენ სტრესებისა და ნევროზისგან.
ბავშვები, რომლებსაც მშობლები გვიან აძინებდნენ, მომავალში წუწუნებდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ცუდი ზნე ახასიათებდათ და გამოირჩეოდნენ არადისციპლინირებულობით.
რომელ საათზე უნდა დავაძინოთ პატარა? ავსტრალიელმა მეცნიერებმა იდეალურ დროდ 20:30 დაასახელეს. საუბარია სკოლამდელ ბავშვებზე. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ კვლევა ავსტრალიაში ჩატარდა და არაფერი დაშავდება, თუ საქართველოში ბავშვის დაძინება ნახევარი საათის დაგვიანებით მოხდება.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა არა ძილის ხანგრძლივობის როლი, არამედ სწორედ ადრე დაძინების ფაქტორი. თუმცა ძილის ხანგრძლოვობაც განსაზღვრული უნდა იყოს: 9-11 საათი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის და 10-13 - სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის.
მაინც რატომ არის აუცილებელი ბავშვის ადრე დაძინება? საქმე ისაა, რომ ბავშვებში ძილის ჰორმონის - მელატონინის გამომუშავება საღამოს 8 საათზე ხდება. ამ დროს ან ცოტა მოგვიანებით ბავშვის დაძინება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს და კარგად გამოძინების საშუალებასაც აძლევს.
და რა შუაშია ბავშვის დაძინებასთან დედის ჯანმრთელობა? პირადი დრო ყველა ადამიანს სჭირდება. თუ ბავშვს ადრე დააძინებთ, საკუთარი თავისთვისაც გამოგითავისუფლდებათ დრო. თანაც გამოძინებული ბავშვი დედას ნაკლებ პრობლემებს უჩენს, ვიდრე გამოუძინებელი და ჭირვეული პატარა.
როგორ დავაძინოთ ბავშვი დროულად? მეცნიერები გვირჩევენ, ყველა ხმაურიანი თამაში (მათ შორის ტელევიზორი, პლანშეტი და კომპიუტერი) ბავშვს დაძინებამდე 1 საათით ადრე გამოვურთოთ. მკვეთრი ეკრანი მელატინინის გამომუშავებას უშლის ხელს. ხოლო ზღაპრის მოსმენა (შეიძლება აუდიოწიგნისაც), დაძინებას უწყობს ხელს. როცა ადამიანი მშვიდ თხრობას (მუსიკას) უსმენს, უმშვიდდება პულსი და ქვეითდება წნევა, რაც მშვიდი დაძინების საწინდარია.