ამ ამბავმა თავის დროზე მსოფლიო გააოგნა... ბიჭი ისე გაიზარდა, ლინა თავისი და ეგონა მართლაც, არც მანამდე და არც მას მერე მსგავსი ფაქტი არ მომხდარა - 1939 წელს 5 წლის პერუელმა ლინა მედინამ... იმშობიარა და საკეისრო კვეთით გააჩინა პატარა ბიჭი. ის ყველაზე ახალგაზრდა დედა გახდა მედიცინის ისტორიაში.
ლინა მშობლებმა მიიყვანეს ექიმთან იმის გამო, რომ მუცელი მეტისმეტად გაეზარდა. თავიდან ეგონათ, რომ ეს სიმსივნე იყო, თუმცა მალე აღმოაჩინეს, რომ შვიდი თვის ორსული იყო.
ამ ამბიდან თვენახევარში მან იმშობიარა კიდეც, უფრო სწორად, საკეისრო კვეთა გაუკეთდა, რადგან მენჯის ძვალი ჯერ განუვითარებელი ჰქონდა. ოპერაცია ექიმმა ლოზადომ გააკეთა, ექიმმა კოლარეტამ კი ბავშვს ანესთეზია გაუკეთა. პატარას, რომელიც 2,7 კილოგრამს იწონიდა, ექიმის პატივსაცემად ჟერარდო დაარქვეს. ბიჭი ისე გაიზარდა, ლინა თავისი და ეგონა. მხოლოდ ათი წლისას გაუმხილეს ნამდვილი ამბავი. ის ჯანმრთელი ბავშვი იყო, თუმცა 1979 წელს, 40 წლისა გარდაიცვალა ძვლის ტვინის სიმსივნით.
ექიმების თქმით, ლინას საკმაოდ განვითარებული ჰქონდა სარძევე ჯირკვლები და ასევე საკვერცხეები, ფიზილოგიურად ბევრად უსწრებდა თავის ასაკს. რაც შეეხება დაორსულების ფაქტს, ლინას არასდროს გაუმხელია, ვისგან დაორსულდა. მამამისიც კი დააპატიმრეს გაუპატიურების ბრალდებით, მაგრამ არავითარი სამხილი არ არსებობდა და გაუშვეს. მოგვიანებით მეცნიერებმა შედარებით სარწმუნო ვერსია დაუშვეს - პერუელ ინდიელებს შორის (განსაკუთრებით ისეთ სოფლებში, როგორშიც ლინა ცხოვრობდა) ძველებურად გავრცელებულია მასობრივი დღესასწაულები, რომლებიც ჩვეულებრივ, ორგიებით მთავრდება ხოლმე. სავარაუდოდ, გოგონა რაღაცნაირად შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ამ "დღესასწაულზე" და შემდეგ დაორსულებულიყო. ფაქტია, რომ მას ამაზე არავისთან არ ულაპარაკია და არც შემდეგ გაუმხელია პრესისთვის ეს ამბავი.
მოგვიანებით ლინა გათხოვდა და 1972 წელს მეორე ვაჟიც გააჩინა.