სადღესასწაულო ხარჯების გადამკიდე ანგარიშს იწყებ, სად შეიძინო უკეთესი საჩუქარი იაფად ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება. რამდენი რამაა მოსასწრები... განსაკუთრებით კი
საჩუქრების შერჩევაზე ვღელავთ. უფროსებიც უნდა დავასაჩუქროთ და ბავშვებიც, ახლობლებიც და ნაცნობებიც, საჩუქარი სამახსოვროც უნდა იყოს და სიმბოლურიც... ერთი სიტყვით, ადვილი ამოცანა არ გახლავთ. თან ამ ყველაფერს თანხაც ხომ სჭირდება. ისედაც გაზრდილი სადღესასწაულო ხარჯების გადამკიდე ძალაუნებურად ანგარიშს იწყებ, სად შეიძინო უკეთესი საჩუქარი შედარებით იაფად. თან ამ გაწამაწიაში ბავშვებიც თან გახლავს. "შოპინგი" ბავშვებთან ერთად კი ცალკე თავგადასავალია...
ბევრის გამოცდილებამ დაადასტურა, რომ წიგნების ჩუქება ყოველთვის "ამართლებს", მით უმეტეს ბავშვებისთვის. თვალისმომჭრელი ილუსტრაციები, საშობაო და საახალწლო თემატიკა, ხმოვანი გამოცემები, 3დ წიგნები ზღაპრული გაფორმებით, წიგნები სათამაშო ჩანართებით... ერთი სიტყვით, ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ საახალწლო შოპინგი წიგნის მაღაზიით დაიწყოთ. მით უმეტეს, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალში 3000-ზე მეტ წიგნზე 20%, 30% და 50%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა. განსაკუთრებული ფასდაკლებაა საბავშვო გამოცემებზე, ქსელში წიგნების შეძენა ერთ და ორ ლარადაც შესაძლებელია.
აქვე წარმოგიდგენთ 10 საბავშვო გამოცემას, რომლებსაც "ბიბლუსი" საახალწლოდ ურჩევს მშობლებს:
ლექსების კრებული "საახალწლო სიმღერა" (ხმოვანი წიგნი)
"მაკნატუნა" - წიგნი თეატრი
"ჩემი საშობაო საუნჯე"
"ერთ თოვლიან ღამეს"
"თოვლის დედოფალი"
გურამ პეტრიაშვილის "პატარა ქალაქის ზღაპრები"
"მხიარული ახალი წელი" - ხმოვანი წიგნი
"მოდის ახალი წელი"
"კონკია" - 3D წიგნი
საბავშვო კლასიკა "აი ასეთი ამბები"
რაც შეეხება შოპინგს ბავშვებთან ერთად, ამ შემთხვევაში "ბიბლუსი გალერეა" ყველაზე კომფორტულია მშობლისთვის - მოგეხსენებათ, "ბიბლუსი გალერეაში" (ჭავჭავაძის #7) საბავშვო-გასართობი ცენტრი "ბიბლუსი ქიდსიც" ფუნქციონირებს. მას პატარებისთვის საგანგებოდ მომზადებული საახალწლო შეთავაზებები აქვს. 25 დეკემბრიდან "ბიბლუსი ქიდსში" ბავშვებს სანტა კლაუსი უმასპინძლებს. პატარების განწყობაზე ფიფქია, ჯამბაზები და პეპიც იზრუნებენ. გრანდიოზულ ნაძვის ხესთან კი, ბავშვებს საბავშვო ზღაპრებს წაუკითხავენ და დაასაჩუქრებენ კიდეც. "ბიბლუსი ქიდსში" დაგეგმილ ღონისძიებებზე ვრცელი ინფორმაცია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა ხელმისაწვდომი. რაც მთავარია, "ბიბლუსი გალერეაში" მისულ მშობელს შეუძლია პატარები ანიმატორებს მიანდოს და თავად მშვიდად შეარჩიოს საჩუქრები. "შოპინგისთვის" კი არჩევანი კი მართლაც ძალიან დიდია. აქ წიგნებთან ერთად ნაძვის ხეები და საახალწლო აქსესუარების სრული ასორტიმენტი გაიყიდება. რაც მთავარია, "ბიბლუსი გალერეა" ტრადიციულ საახალწლო პროდუქციასთან ერთად, უკრაინული, გერმანული და ფინური წარმოების ნივთებსაც ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ. გარდა ამისა, დეკემბრის თვეში "ბიბლუსი გალერეაში" ღონისძიებების მთელი სერიაა დაგეგმილი - მოეწყობა საახალწლო კინოჩვენებები, ასევე გექნებათ შესაძლებლობა ასტროლოგისგან მიიღოთ რჩევები, რა ფერი უნდა ჭარბობდეს თქვენ საახალწლო სუფრაზე და საერთოდ, რას გპირდებათ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს მაიმუნის წელი.
26-27 დეკემბერს კი, "ბიბლუსი გალერეაში" ქართული ტრადიციული ტკბილეულების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ფასები მომხმარებლებზე ორიენტირებული იქნება. უახლოეს დღეებში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაციის მიღება "ფეისბუქზე" "ბიბლუსის" ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ.