ტრადიციული კერძი ცნობილი დიასახლისისგან მომზადება: მოსახარშად დავდგათ ქვაბით გასუფთავებული და გარეცხილი ქათამი (მე კანს ვაცლი). დუღილიდან 15 წუთის შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და შევბრაწოთ კარგად.
წვრილად დაჭრილი ან გახეხილი ხახვი მოვდაღოთ ზეთში, როცა შეოქროსფერდება, დავამატოთ გახეხილი პომიდორი და ვშუშოთ, სანამ წვენს არ შეიშრობს. შემდეგ დავუმატოთ ნიორიც და საწურში გატარებული ქათმის ნახარში.
ცალკე, პატარა ჯამში გავხსნათ 1 ჭიქა წყალში გატარებული ნიგოზი, სუნელები, მარილი, წიწაკა და სიმინდის ფქვილი. მიღებული მასა შევურიოთ უკვე ადუღებულ ქათმის ბულიონს, ასევე - კვაწარახი (თავისით გაიხსნება).
ჩავამატოთ დაჭრილი ქათმის ნაჭრები. ვადუღოთ 5-7 წუთი და მზად არის.
სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი (მწვანე).
მაიკო უჩავა