გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ავტომობილის დაჯახების შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგონა, დაახლოებით, 13 წლის იყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.