საუკეთესო საახალწლო შემოთავაზება მშობლებს! ახალი წლის დღეებში ჩვენი - ანუ მშობლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატკივარია ხოლმე, რით გავართოთ პატარები, სად წავიყვანოთ და როგორ ვუქციოთ საახალწლო დღეები მართლა დაუვიწყარ შთაბეჭდილებად. მეც, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა მშობელმა, გადავწყვიტე, თვალი გადამევლო იმ შემოთავაზებებისთვის, რასაც წელს წარმოგვიდგენენ გასართობი თუ საბავშვო დაწესებულებები და ერთმა განსაკუთრებულად მიმიზიდა. გრიბოედოვის თეატრში საბავშვო მიუზიკლის პრემიერაა. პატარებს ყველაზე მეტად სწორედ თანატოლების დანახვა უხარიათ სცენაზე და მათთან ერთად გაცილებით უკეთ ერთობიან. ახალ ქართულ მიუზიკლ ”ოცნების ქალაქს” სატელევიზიო სკოლა-სტუდია ”ენკი-ბენკი” 6 იანვარს წარმოადგენს გრიბოედოვის თეატრში. მიუზიკლის კომპოზიტორები ყველასთვის ცნობილი გია მაჭარაშვილი და მანანა მერაბიშვილი არიან, რაც იმის გარანტია, რომ წარმოდგენილი მელოდიები კარგი მოსასმენი, გემოვნებიანი და მაღალი კლასის იქნება. პატარებთან ერთად სცენაზე ზღაპრულ გმირებს ცნობილი მსახიობები მაკა შალიკაშვილი, თიკო მოსემღვდლიშვილი და ნიკუშა გორდეზიანი გააცოცხლებენ.
წარმოდგენა მხოლოდ ერთი დღე იქნება და არ გამოგრჩეთ! ამოგზაურეთ პატარები ოცნებების ქალაქში ქალაქიდან გაუსვლელად და მათთან ერთად მოუსმინეთ შობის ღამის სასწაულის ამბავს.
ენკი-ბენკის პირველი მიუზიკლი ახალი განაცხადია ქართულ საბავშვო სივრცეში! ასე რომ, ნუ ჩამორჩებით ამ სიახლეს. თან წაიყვანეთ ყველაზე პატარებიც - 3 წლამდე ბავშვები წარმოდგენაზე უფასოდ დაიშვებიან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 598 912 312
ბილეთების ნაღდ ფულზე შესაძენად შეგიძლიათ მიბრძანდეთ ასევე ”ბიბლუსი გალერიში” (მის: ქ. თბილისი, ჭავაჭავაძის 7).
”ენკი-ბენკი” ბედნიერ საახალწლო არდადეგებს გისურვებთ და გიწვევთ ამ დიდ ზეიმზე - ერთად ვიზეიმოთ 2016 წლის შემობრძანება.