ქალბატონი ნარგიზა იხსენებს, რომ მისი დედამთილი გოზინაყს ძველებური წესით აკეთებდა როგორც ერთი ძალიან კარგი დიასახლისი, ქალბატონი ნარგიზა იხსენებს, მისი დედამთილი გოზინაყს ძველებური წესით აკეთებდა. თვითონაც არ აღვევს ამ ტრადიციას და მთელ სამეზობლოში განსხვავებული აქვს - საოცრად ერთგვაროვანი სტრუქტურის და შეიძლება გაზაფხულზეც გაგიმასპინძლდეთ მისით. ნარგიზას გოზინაყი ხომ მთელი წლის განმავლობაში არ ფუჭდება.
მისი დამზადების მთავარი სირთულე თაფლის "მოწევაა". ეს თბილი თაფლის განუწყვეტლივ და დიდი ხნის განმავლობაში ზელვას გულისხმობს. თუ გოზინაყის რეცეპტში სიახლეს ეძებთ, ეს ვარიანტი დაგაინტერესებთ.
დაგჭირდებათ:
1კგ ნიგოზი
ნახევარი კგ თაფლი
ერთი ჭიქა შაქარი
მომზადება
ნიგოზი დაჭერით ძალიან თხლად. მოათავსეთ ღუმელში და 100 გარადუს ტემპერატურაზე მოხალეთ ისე, რომ ფერი არ შეიცვალოს.
განიერ ტაფაში ჩაასხით თაფლი. დადგით ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ, თითქოს ზელთ. რომ გაცხელდება და გათხელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და ისევ განაგრძეთ ზელა. ადუღება ვერ უნდა მოასწროს. ასე გავიმეოროთ დაახლოებით 20-ჯერ. ერთი წვეთი ცივ წყალში ჩააწვეთეთ. თუ კრისტალივით გამაგრდა, თაფლი მზადაა.
შემდეგ დააყარეთ 1 ჭიქა შაქარი და ისევ დადგით ცეცხლზე. შაქარი რომ გადნება, ჩაყარეთ დაჭრილი ნიგოზი. კვლავ დაიწყეთ მისი ზელა. კარგად რომ მოიშუშება, გადმოიღეთ სველ ფიცარზე. გააბრტყელეთ და ცხელივე დაჭერით. ნაჭრები კარგად რომ შეგრილდება, ჩაყარეთ ქილაში და თავი დაახურეთ. საჭიროებისამებრ გამოიყენეთ ხოლმე და კვლავ თავი დაახურეთ.